საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award 2020-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
ფინალურ ეტაპზე გადასულ ათ გუნდს შორის ჟიურიმ 4 გამარჯვებული დაასახელა, ხოლო 1 გუნდი საზოგადოების რჩეული გახდა. ხუთივე მათგანი ძალიან აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. გამარჯვებულები მიიღებენ ფულად ჯილდოს ბიზნესიდეის განსახორციელებლად და დაესწრებიან Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს.
2020 წლის Social Impact Award-ის გამარჯვებულები გახდნენ:
არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, Social Impact Award წელს სრულად ონლაინ რეჟიმზე გადაეწყო და გაფართოვდა საქართველოს რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სამუშაო შეხვედრების სერიები გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 600-მდე ახალგაზრდა დარეგისტრირდა, საკონკურსო განაცხადი კი 94 გუნდმა შემოიტანა.
„წელს განსაკუთრებული წელი გვქონდა, პროგრამის ონლაინ რეჟიმზე გადატანამ მოგვცა შესაძლებლობა, რომ გავფართოებულიყავით საქართველოს რეგიონებში, სწორედ ამიტომაც განსაკუთრებული აქტიურობა რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდება გამოიჩინეს. Impact Hub Tbilisi-მა საქართველოში პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია 2017 წელს მიიღო და ძალიან გვიხარია, რომ ყოველწლიურად სოციალური მეწარმეობის კონცეფცია უფრო და უფრო საინტერესო და მიმზიდველი ხდება ახალგაზრდებისთვის”. - აღნიშნა Impact Hub Tbilisi-ის თანადამფუძნებელმა ქეთი ებანოიძემ.
„საქართველოს ბანკისათვის სოციალური მეწარმეობა და ბიზნესის ხელშწყობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მოხარული ვართ, რომ პროგრამისადმი ინტერესი წლიდან წლამდე იზრდება. წლევანდელი პროგრამა კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან გაიზარდა რეგიონების რაოდენობა და პროგრამა მთლიანად გადაეწყო ახალ რეალობაზე, რაც ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას აძლევს დაინახონ ახალი გამოწვევები, ხელს უწყობს მათ ახალი მიზნების, იდეების დასახვასა და განხორციელებაში, პრაქტიკული გამოცდილების მიღებაში“. - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
“მივესალმებით კონკურსის გამარჯვებულებს და ყველა მონაწილეს. მხარს ვუჭერთ მათ შემართებას, ემსახურონ საზოგადოებას წარმატებული ბიზნესპროექტების განხორციელების გზით. დღეს, როდესაც საქართველო პანდემიის შედეგებს უმკლავდება, ახალგაზრდული იდეები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ „აღვადგინოთ უკეთესად“, ხელი შევუწყოთ მწვანე და მდგრად განვითარებას და ავაშენოთ სოციალურად პასუხისმგებელი და კრიზისებისადმი მდგრადი ეკონომიკა“. - განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
Impact Hub Tbilisi უკვე მეოთხე წელია სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო სტუდენტურ პროგრამას Social Impact Award-ს ახორციელებს, რომელიც ამ დარგში სტუდენტების განათლებაზეა ორიენტირებული და ახალგაზრდებს თავიანთი ბიზნესიდეების განსახორციელებლად ათთვიან საგანმანათლებლო კურსს სთავაზობს. პროგრამის განმავლობაში ახალგაზრდები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს ბანკის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.