საფრანგეთის ხელისუფლება კორონავირუსთან დაკავშირებულ შეზღუდვებს ქვეყნის კიდევ ოთხ ქალაქში ამკაცრებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მაღალია.
BBC-ის ინფორმაციით, ქალაქებში : ლიონში, ლილიში, გრენობლისა და სენტ-ეტიენიში შაბათს განგაშის მაქსიმალური დონე გამოცხადდება და ბარები და რესტორნები დაიხურება.
საფრანგეთი განგაშის მაქსიმალურ დონეს იმ ზონებში აწესებს, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი ყოველ 100 000 მოსახლეზე 250-ს აჭარბებს და რეანიმაციულ განყოფილებებში საწოლების მინიმუმ 30% კოვიდინფიცირებულ პაციენტებს უკავია.
აღსანიშნავია, რომ ბარები და რესტორნები პარიზში მიმდინარე კვირის დასაწყისიდან, მარსელიში კი - სექტემბერში დაიხურა.