ავტომობილის დაზღვევა ყოველთვის საუკეთესო გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მძღოლები კანონმორჩილებით არ გამოირჩევიან და ავტოსაგზაო შემთხვევებიც ხშირია.
ავტომობილის დაზღვევისას რამდენიმე ფაქტორია მნიშვნელოვანი -რამდენად ხელმისაწვდომია დაზღვევა, როგორ გვემსახურებიან და ვინ გვთავაზობს სერვისს ანუ ვენდობით თუ არა კომპანიას.
წარმოგიდგენთ 6 მიზეზს, რატომ უნდა დააზღვიოთ ავტომობილი მაინც და მაინც ალდაგში:
1) სისწრაფე - ავტოსაგზაო შემთხვევისას თქვენთან უმალ გაჩნდება დაზღვევის მენეჯერი სკუტერით, რომელიც იქვე გაარკვევს სიტუაციას, ფოტოფიქსაციის შედეგებს გადააგზავნის და საიმედო ხელს ჩაგაბარებთ.
2) მოქნილი ფასი - თუ თქვენ დიდი ხნის მძღოლი ხართ ან უბრალოდ კომპანიაში კარგი ისტორია გაქვთ, ფასიც ინდივიდუალურად გეთვლებათ ანუ კარგი მძღოლობა ალდაგში კარგი ფასით დაგიფასდებათ
3) განახევრებული ტარიფი (თუ ეს თქვენი სურვილია) - შეგიძლიათ მინიმალურ ფრანშიზიანი ავტოდაზღვევა იყიდოთ და დაზღვევის ფასი გაინახევროთ, ასეთ შემთხვევაში დიდი ზარალისგან იდეალურად დაცული იქნებით.
4) მაქსიმალური დაფარვა - ალდაგის ავტოდაზღვევაში მინიმალური გამონაკლისებია, ანუ თითქმის რაც არ უნდა დაგემართოთ, ალდაგის დაზღვევა თქვენს გვერდით იქნება.
5) ციფრული გადაწყვეტები - ალდაგში ავტომობილის დაზღვევა ოფისთან კონტაქტის გარეშე შეგიძლიათ, თავად გააგზავნით დაზღვევისთვის საჭირო დოკუმენტაციას დისტანციურად და თქვენი დაზღვევაც ამოქმედდება.
6) სანდოობა - ალდაგი ერთადერთი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც საქართველოში დაზღვევის 30 წლიანი გამოცდილება დაუგროვდა.
ალდაგში ავტომობილის დაზღვევისთვის საჭიროა მხოლოდ მძღოლის პასპორტი და ცხადია, ავტომობილი
(R)