ჩემი სოფელი: ქალები ქედადან თაფლის წარმოებას ავითარებენ

თუ მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის მო­ნა­ხუ­ლე­ბას გა­და­წყვეტთ, პირ­ველ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლად აუ­ცი­ლებ­ლად ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი უნდა აირ­ჩი­ოთ. გარ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბუ­ნე­ბი­სა და მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ძეგ­ლე­ბი­სა, აქ შეხ­ვდე­ბით ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­დღი­უ­რად, აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მოღ­ვა­წე­ო­ბენ უკე­თე­სი მო­მავ­ლის შე­საქ­მნე­ლად. მშრო­მე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის შექ­მნი­ლი რე­სურ­სე­ბის წყა­ლო­ბით კი ქედა მრა­ვა­ლი წე­ლია არამ­ხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ ტუ­რის­ტებს, არა­მედ უცხო­ელ ვი­ზი­ტო­რებს და­უ­ვი­წყა­რი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბით ავ­სებს.

ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ბუ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს გა­მო­ი­ყე­ნოს არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი – მრა­ვალ საქ­მი­ა­ნო­ბას­თან ერ­თად, აქ მოჰ­ყავთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ჯი­შის ყუ­რძე­ნი, ასე­ვე მის­დე­ვენ მე­ფუტკრე­ო­ბას. ევ­რო­კავ­ში­რის ENPARD პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში მხარ­და­ჭე­რილ პრო­ექტ „ქედა ლი­დე­რის“ ხელ­შე­წყო­ბით, ადა­მი­ა­ნე­ბი ახერ­ხე­ბენ პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას და მცი­რე ბიზ­ნე­სის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფას. მათ რი­გებს სულ ცოტა ხნის წინ ლამ­ზი­რა ხი­ნი­კა­ძეც შე­ე­მა­ტა.

რო­გორც „ქედა ლი­დე­რის“ წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გი­ორ­გი აბუ­ლა­ძე ამ­ბობს, ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუფ­ში (LAG) სა­მო­ქა­ლა­ქო, კერ­ძო და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის მო­ხე­ლე­ე­ბი ერთი მიზ­ნით ერ­თი­ან­დე­ბი­ან: „შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი გვაქვს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, გა­მოკ­ვე­თი­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ეს ნიშ­ნავს, რომ ნე­ბის­მი­ერ აქ­ტი­ვო­ბას წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი გეგ­მის შე­სა­ბა­მი­სად ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტის ცო­ცხა­ლი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ვი­ტა­ნოთ. ქე­დის LAG-ი ახ­დენს არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გან­სა­ზღვრა­სა და დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის მო­ნი­ტო­რინგს“.

სწო­რედ LAG-ის მიერ და­ფი­ნანსდა ლამ­ზი­რას პრო­ექ­ტიც. იგი სო­ფელ ვა­ი­ო­და­ნაა, სა­დაც ოჯახ­თან ერ­თად მრა­ვა­ლი წე­ლია მე­ფუტკრე­ო­ბას მის­დევს. რო­გორც მისი მე­უღ­ლე, რო­ბერტ მა­ხა­ჭა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, ეს საქ­მი­ა­ნო­ბა მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი წე­ლია ოჯა­ხის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბით წი­ნაპ­რე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი­სა, ახლა ისი­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით ახერ­ხე­ბენ ბიზ­ნე­სის ეფექ­ტურ მარ­თვას.

ამ ეტაპ­ზე ოჯა­ხი ფლობს 70-მდე ოჯახ ფუტ­კარს, აწარ­მო­ებს წაბ­ლის, აკა­ცი­ის, მინ­დვ­რი­სა და ყვა­ვი­ლის თაფლს და თაფ­ლის­გან და ფი­ჭის­გან არაყს. წლე­ვან­დე­ლი მო­სა­ვა­ლი უკვე აი­ღეს – 1 ტონა წაბ­ლის თაფ­ლი, რომ­ლის რე­ა­ლი­ზე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით მო­ახ­დე­ნენ.

tafli1-41587-1602229542.jpg

„პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში სამ­წუ­ხა­როდ, ვერ მო­ხერ­ხდა ჩვე­ნი თაფ­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნა, თუმ­ცა პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩვენ შევ­ძე­ლით თაფ­ლის სხვა­დას­ხვა ზო­მის ქი­ლებ­ში გან­თავ­სე­ბა და ეტი­კე­ტი­რე­ბა, რაც დაგ­ვეხ­მა­რა მომ­ხმა­რებ­ლამ­დე ინ­ფორ­მა­ცი­ის მარ­ტი­ვად მი­წო­დე­ბა­სა და ნდო­ბის გაზ­რდა­ში. ვფიქ­რობთ, ეს დიდი პლუ­სი იქ­ნე­ბა სა­მო­მავ­ლოდ თაფ­ლის სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ტა­ნი­სას“ – ამ­ბობს ლამ­ზი­რა.

სა­ხარ­ბი­ე­ლო ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის გამო, ოჯახს მა­ის­სა და აპ­რილ­ში ფუტ­კა­რი მიჰ­ყავს ისეთ სოფ­ლებ­ში, სა­დაც ციტ­რუ­სია, შე­დე­გად კი იღე­ბენ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი არო­მა­ტის ციტ­რუ­სის თაფლს, ასე­ვე ამ­ზა­დე­ბენ არაყს, პრო­პო­ლისს და სან­თელს.

tafli2-41703-1602229582.jpg

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, როცა ტუ­რის­ტთა ნა­კად­მა იმა­ტა, ოჯა­ხი მი­ვი­და იდე­ამ­დე, რომ პრო­დუქ­ტის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცე­სი გამ­ჭირ­ვა­ლე გამ­ხდა­რი­ყო, ამის­თვის კი სჭირ­დე­ბო­დათ კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი სივ­რცე. ლამ­ზი­რამ გა­და­წყვი­ტა ჩარ­თუ­ლი­ყო „ქედა ლი­დე­რის“ პრო­ექ­ტში, რომ­ლის შე­დე­გა­დაც გარ­და ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი სარ­გებ­ლი­სა, ოჯახს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბი რე­ა­ლო­ბად ექ­ცია. ახლა, თუ სო­ფელ ვა­ი­ოს ეს­ტუმ­რე­ბით, გზის პი­რას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ამ­ჩნევთ სკე­ბის მახ­ლობ­ლად აშე­ნე­ბულ ხის ზღაპ­რულ ქოხს, შეს­ვლის­თა­ნა­ვე კი თავ­ბრუს და­გახ­ვევთ თაფ­ლი­სა და ფი­ჭის სურ­ნე­ლე­ბა, ყვე­ლა­ფერ ამას კი ბო­ნუ­სად ემა­ტე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თა­ვად ჩა­ერ­თოთ თაფ­ლის დამ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში და თე­ო­რი­უ­ლად თუ პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ი­ა­როთ ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, რო­მელ­საც მე­ფუტკრე სა­ბო­ლოო შე­დე­გის მი­ღე­ბამ­დე გა­დის.

„სა­სი­ა­მოვ­ნოა უყუ­რო ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი არი­ან მე­ფუტკრე­ო­ბით. აქ მო­დი­ან არამ­ხო­ლოდ ტუ­რის­ტე­ბი, არა­მედ ად­გი­ლობ­რი­ვი დამ­სვე­ნებ­ლე­ბი. ყი­დუ­ლო­ბენ ან აგე­მოვ­ნე­ბენ თაფლს, არაყს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ფი­ჭის ამო­ღე­ბი­სა და თაფ­ლის და­წურ­ვის პრო­ცეს­ში. იღე­ბენ ვი­დე­ო­ებ­სა და ფო­ტო­ებს და ათავ­სე­ბენ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, შე­დე­გად კი ჩვე­ნი პა­ტა­რა თაფ­ლის სახ­ლის შე­სა­ხებ უფრო და უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი იგებს, რაც ჩვენს ბიზ­ნეს აძ­ლი­ე­რებს და ჩვენ­თვი­საც სა­სი­ხა­რუ­ლოა“ – ამ­ბობს რო­ბერ­ტი.

tafli-41747-1602229628.jpg

გი­ორ­გი აბუ­ლა­ძის თქმით, არ­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი რამ­დე­ნი­მე კუ­თხი­თაა სა­ინ­ტე­რე­სო, პირ­ვე­ლი ის, რომ ვა­ი­ო­ში ძი­რი­თა­დად მარ­ნე­ბი და სა­ო­ჯა­ხო სას­ტუმ­რო­ე­ბია, თაფ­ლის სახ­ლის იდეა კი სო­ფელ­ში ადა­მი­ან­თა მრა­ვალ­ფე­რო­ვან საქ­მი­ა­ნო­ბას უწყობს ხელს, ასე­ვე ლამ­ზი­რა მა­გა­ლი­თი გახ­და ად­გი­ლობ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის – „მიგ­ვაჩ­ნია, რომ გარ­და იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­ექ­ტით გა­იზ­რდე­ბა ქალ­ბა­ტო­ნი ლამ­ზი­რა ხი­ნი­კა­ძის შე­მო­სავ­ლე­ბი და ასე­ვე შე­იქ­მნე­ბა და­მა­ტე­ბით სა­მუ­შაო ად­გი­ლი, ასე­ვე ეს პრო­ექ­ტი ერ­თგვა­რად იქ­ნე­ბა ხელ­შემ­წყო­ბი ქა­ლის რო­ლის გაზ­რდა­ში. ჩვე­ნი, რო­გორც LAG-ის მი­სი­აც ესაა, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მო­ვახ­დი­ნოთ მო­სახ­ლე­ო­ბის მო­ტი­ვი­რე­ბა, რათა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად გა­მო­ი­ყე­ნოს არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სი და დარ­წმუნ­დეს, რომ ქე­დას აქვს დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი, მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა“ – ამ­ბობს გი­ორ­გი აბუ­ლა­ძე.

უყუ­რეთ ის­ტო­რი­ას აქ: