სექტემბერში თიბისიში გაცემული იპოთეკური სესხები წლიურად 25%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში.
ამასთან, კვლევის მიხედვით, 6 ივლისიდან დღემდე გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი წინა კვირასთან შედარებით 1.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის ზრდის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი კვლავ დადებითია და 30 სექტემბრის მდგომარეობით წ/წ +8%-ს შეადგინა.