აჭარაში დაწესებული რეგულაციები მომდევნო კვირიდან მოიხსნება. ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.
რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, რაც არსებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის საშუალებას იძლევა.
მისივე ინფორმაციით, პირველ ეტაპზე აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება.
“ვითარება ყოველდღიურად სტაბილურდება და ამაზე მეტყველებს დაინფიცირების ახალი გამოვლენილი შემთხვევებიც, სადაც გვაქვს ჩვენ თანმიმდევრული კლება და ამის პარალელურად, მნიშვნელოვანია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც ყოველდღიურად. დღეს უკვე გვყავს 250 გამოჯანმრთელებული. ჯამში, აჭარაში გვყავს 3000-ზე მეტი გამოჯანმრთელებული. ამის პარალელურად, გრძელდება მიზნობრივი ტესტირება. ბოლო ორი დღის განმავლობაში აჭარაში გაკეთა 2000-ზე მეტი ტესტი. ჩვენს მიერ განხორციელებულმა ღონისძებებმა, რაც ითვალისწინებდა მობილობის შეზღუდვას ბათუმში შესაბამისი შედეგები გამოიღო. იმის გათვალისწინებით, რომ ეპიდემია დასტაბილურდა, ეს გავძლევს საშუალებას, რომ დღის წესრიგში დადგეს ეტაპობრივი შეზღუდვების მოხსნის გეგმა, რომლის უფრო კონკრეტული გეგმით შემდეგ კვირაში წარვსდგებით. პირველ რიგში, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტი, ეს საკითხი აქტიურად განიხილება. ასევე, უამრავი მშობელი ელოდება სკოლების და ბაღების განახლებას და შეზღუდვების მოხსნის გეგმაში ეს ყველაფერი იქნება კონკრეტული თარიღებით წარმოდგენილი“, - განაცხადა რიჟვაძემ.