Top-10 კომპანია, რომელსაც ყველაზე მაღალი შემოსავალი აქვს

2019 წელს საქართველოში ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 25,9%-ით გაიზარდა 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2019 წელს მისი მოცულობა 47.5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 14.0 პროცენტით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ რომელ კომპანიებს ჰქონდათ ყველაზე მაღალი შემოსავალი 2019 წელს. საქსტატიდან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, საქართველოში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე 10 კომპანიიდან 2 სახელმწიფო საწარმოა, 6 კი აზარტული თამაშების ბიზნესი.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 2019 წლის Top-10 კომპანიას შემოსავლების მიხედვით:

  • საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია - საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით
  • საქართველოს რკინიგზა - რკინიგზის სატვირთო ტრანსპორტი
  • ავიატორ - აზარტული თამაშების საქმიანობები
  • ბეთლაივი -აზარტული თამაშების საქმიანობები
  • ლიდერ-ბეთ სლოტი - აზარტული თამაშების საქმიანობები
  • მარსი - აზარტული თამაშების საქმიანობები
  • სოკარ ჯორჯია გაზი - საბითუმო ვაჭრობა ბუნებრივი აირით
  • ფულ ჰაუსი - აზარტული თამაშების საქმიანობები
  • ჩემპიონები - აზარტული თამაშების საქმიანობები
  • ჯორჯიან მანგანეზი - თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოება

აღსანიშნავია, რომ სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით.