„თბილისი ცენტრალი“ დროებით დაიკეტა

„თბილისი ცენტრალი“ დროებით დაიკეტა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად სავაჭრო ობიექტი ავრცელებს.

კერძოდ, მათი ცნობით, ცენტრალი რამდენიმე დღით სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით დაიკეტა. „დღეს 9 ოქტომბერს 12-13 საათიდან სავალდებულოა ჩატარდეს სავაჭრო ცენტრში სრული სადეზინფექციო სამუშაოები, რომელიც მოითხოვს ცენტრის ყველა სავაჭრო ობიექტის დახურვას, ვაჭრობის და სამუშაოების დროებით შეჩერებას 2020 წლის 12 ოქტომბრის დილის 09:00 საათამდე,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი