საქსტატმა საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ხელფასის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 5.7 პროცენტით (61.2 ლარით) გაიზარდა და 1 129.5 ლარი შეადგინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი თბილისში დაფიქსირდა, რომელმაც 1350 ლარი შეადგინა. რაც შეეხება საქართველოს სხვა რეგიონებს:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა 952.9 ლარი
მცხეთა-მთიანეთი 901.9 ლარი
ქვემო ქართლი 851.4 ლარი
სამეგრელო-ზემო სვანეთი 793.1 ლარი
იმერეთი 723.2 ლარი
სამცხე-ჯავახეთი 711.6 ლარი
შიდა ქართლი 707.2 ლარი
კახეთი 690.2 ლარი
გურია 617.7 ლარი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 556.9 ლარი
შეგახსენებთ, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ხელფასების მოცულობას საშუალო არითმეტიკულის საშუალებით ითვლის, რაც ცხადყოფს, რომ მოცემული მონაცემები რეალურ სურათს მაინც ვერ ასახავს.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე