1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2172 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2172 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2233 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0061 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7966 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7919 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0047 შეადგინა.