პანდემიის დროს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროს გაჯანსაღების მიზნით მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ ახალი პროექტი წამოიწყო - ისინი უცხოეთის მოქალაქეებს, რომლებსაც საკუთარ ქვეყანაში დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა აქვთ, ხანგრძლივ ვიზასა და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობენ.
Business Insider-ის მიხედვით, მსურველებმა ძალიან მარტივი აპლიკაცია უნდა შეავსონ, საკუთარი სამსახურისა და ანაზღაურების შესახებ დოკუმენტები წარადგინონ, ჰქონდეთ აქტიური პასპორტი და დაზღვევა.
ამის შემდეგ კი აპლიკანტი ქვეყანა გადაწყვეტს, სურს თუ არა მათი მიღება. როგორც ჩანს, მსგავსმა შეთავაზებამ გაამართლა და მსგავს პროგრამაში ჩართვის სურვილი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანმა გამოთქვა.
გამოცემის მიხედვით, დასაქმებულებს ახალი ქვეყნის აღმოჩენისა და გარემოს შეცვლის სურვილი ამოძრავებთ, ამასთან, ისინი მიმღები ქვეყნის ეკონომიკასაც ეხმარებიან.
გთავაზობთ ქვეყნების სიას, რომლებიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დისტანციურად მუშაობას სთავაზობენ:
ქვეყნების სიაში მოხვდა საქართველოც. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტი "იმუშავე საქართველოდან“ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოდან დისტანციურად მუშაობას სთავაზობს. უცხოელებს შესაძლებლობა აქვთ საქართველოდან 6 თვის განმავლობაში იმუშაონ. მათი მინიმალური თვიური ანაზღაურება 2 000 აშშ დოლარს უნდა აღემატებოდეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 27 აგვისტოდან 4 ოქტომბრის ჩათვლით პლატფორმაზე სხვადასხვა ქვეყნის 800-მდე მოქალაქე დარეგისტრირდა.
უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში რეგისტრირებული აპლიკანტები მოქალაქეობის მიხედვით 60-ზე მეტ სხვადასხვა ქვეყანას წარმოადგენენ. ტოპ ხუთეულში შემდეგი ქვეყნის მოქალაქეები მოხვდნენ: რუსეთი - 28%, აშშ - 18%, ბელარუსი 6 %, დიდი ბრიტანეთი - 5%, უკრაინა - 5%. და
და კერძო სექტორს გააძლიერებს”, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა.