როგორი გახდება ბიზნეს-კლასის სავარძლები, რომლებიც თვითმფრინავებში 2021 წლიდან განთავსდება

კორონავირუსის პანდემიამ ეკონომიკის თითოეულ სექტორზე უდიდესი გავლენა მოახდინა, განსაკუთრებული ზარალი კი ტურიზმის სფერომ განიცადა.

წელს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ავიარეისი გადაიდო და გაუქმდა. იქამდე, სანამ კორონავირუსის პანდემია სრულიად დამარცხდება, კომპანიებმა გადაწყვიტეს ახალი დიზაინის თვითმფრინავის კაბინები შექმნან, სადაც ჰიგიენა და დისტანცია მაქსიმალურად იქნება დაცული.

კომპანია JPA Design-მა ბიზნეს-კლასის ახალი სავარძლების ნიმუშები წარადგინა, რომელთა მიზანიც მგზავრების მაქსიმალური უსაფრთხოებაა.

CNN-ის ინფორმაციით, დღევანდელი საჭიროებიდან გამომდინარე ბიზნეს-კლასის სავარძლებს შორის იზოლაცია გაიზრდება და მგზავრებს ერთმანეთთან მინიმალური კონტაქტი ექნებათ.

ამასთან, ჰიგიენური ნორმების გამო ღილაკებისა და თაროების უმეტესობა სენსორებზე იმუშავებს, რათა მათი მოვლა გამარტივდეს და ვირუსის გავრცელების შანსი მინიმუმამდე დავიდეს.

გამოცემის ცნობით, ბიზნეს-კლასის მგზავრებს უფრო მეტი პირადი სივრცე ექნებათ, სადაც საკუთარი ჩემოდნებისა თუ ბარგის განთავსებას შეძლებენ. შედეგად მათ პირად ნივთებს რაც შეიძლება ნაკლები კონტაქტი ექნება სხვა მგზავრებთან თუ აეროპორტის პერსონალთან.

კიდევ ერთი სიახლე იქნება უფრო გამართული ვენტილაციის სისტემა, რათა არ მოხდეს ვირუსის გავრცელება და მგზავრებმაც თავი უფრო მშვიდად იგრძნონ.

JPA Design-ში აცხადებენ, რომ სავარძლების დამზადებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ისინი თვითმფრინავის ბორტებზე 2021 წლის აპრილიდან განთავსდება. ისინი იმედს გამოთქვამენ, რომ ამ დრომდე კორონავირუსის პანდემია დასრულდება, თუმცა ამასთან, მოვლენების ნებისმიერი სცენარით განვითარებისთვის გამოთქვამენ მზაობას.

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201007154647-monocoque-jpa-design-airtek-top-1602252083.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201007154750-monocoque-jpa-design-airtek-back-1602252095.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201007154901-monocoque-jpa-design-airtek-perforations-1602252109.jpg

http-cdncnncom-cnnnext-dam-assets-201007154959-monocoque-jpa-design-airtek-coat-hook-1602252122.jpg

ბექა ბერიაშვილი