WarnerMedia  ხარჯების 20%-ით შემცირებას და ათასობით თანამშრომლის დათხოვნას გეგმავს

მედიაჰოლდინგი WarnerMedia, რომელიც სატელეკომუნიკაციო კომპანიას AT&T ეკუთვნის, რესტრუქტურიზაციის გეგმას ამზადებს, რომელმაც კომპანიის ხარჯები 20%-ით უნდა შეამციროს. აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე ათასი თანამშრომლის გათავისუფლებას გამოიწვევს. ამის შესახებ გაზეთი The Wall Street Journal საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, ჰოლდინგის ფინანსური მდგომარეობა არასტაბილურია, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შედეგად შემცირებული შემოსავლების ხარჯზე, რამაც მნიშვნელოვანი დარტყმა მაიყენა კინოინდუსტრიას, საკაბელო ტელევიზიასა და სატელევიზიო რეკლამას. კომპანია რესტრუქტურიზაციის გეგმის ამოქმედებას რამდენიმე კვირაში აპირებს. აღნიშნულის შედეგად კი, სამსახურიდან დაითხოვენ კინოსტუდიის Warner Bros. ასევე, ტელეკომპანიების HBO, TBS და TNT თანამშრომლებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია WarnerMedia-ში შატატების შემცირების მეორე ტალღაზე, ვინაიდან პირველი ტალღა აგვსიტოში იყო, რა დროსაც კომპანიამ Warner Bros.-ის 500 თანამშრომელი დაითხოვა.

AT&T ამერიკის სამ უმსხვილეს ოპერატორ კომპანიას შორისაა, რომელიც გახლავთ CNN-ის მფლობელიც.

კოკა კვირკველია