იაპონელი დიზაინერი კენზო ტაკადა 81 წლის ასაკში, კვირას საღამოს, კოვიდ -19-ით ინფიცირების შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ლეგენდარული იაპონელი დიზაინერის გარდაცვალებამ მთელი მსოფლიო, განსაკუთრებით მოდის სამყარო დაამწუხრა.
ტაკადამ, რომელმაც დებიუტი 1970 წელს შედგა და Kenzo გლობალურად აღიარებული ბრენდი გახადა, წარმატების მისაღწევად დიდი მსხვერპლი გაიღო.
LVMH– ის თავმჯდომარემ, ბერნარდ არნომ, სამძიმრის წერილში განაცხადა: ”კენზო ტაკადა პოეტური სიმსუბუქის და ტკბილი თავისუფლების ტონი ერთმანეთთან შეაზავა. ამ სუფთა და სპონტანური სულისკვეთებით მან სუნამოების სამყაროც აავსო.”
ბერნარდ არნოს კენზოსთან ძველი და მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. 1993 წლის აგვისტოში, კომპანია LVMH– მ Kenzo 80 მილიონ დოლარად შეიძინა. United Press International– ის ცნობით, შეძენისთანავე, იმ წელს, „კენზოს“ გაყიდვებმა 144 მილიონი დოლარი შეადგინა. დიდძალმა მოგებამ, კარიერის დასაწყისში, როგორც კენზო, ასევე ბერნარდ არნო დაამეგობრა. მაგრამ როგორც ფულს სჩვევია, უთანხმოებამ მალევე იჩინა თავი და დღემდე გაუგებარი მიზეზით, ტაკადამ 1999 წელს ჯგუფი დატოვა.
K-3– ის აღმასრულებელი დირექტორმა ჯონათან ბუშეტ მანჰეიმმა, რომელმაც 2020 წელს Takada– ს მოდის სახლში ახალი ცხოვრების წესი დაამკვიდრა, ლეგენდას ამაღელვებელი სიტყვებით გამოემშვიდობა: “მან გენიალური ინსულტით წარმოიდგინა ახალი მხატვრული და ფერადი ისტორია, რომელიც აერთიანებს აღმოსავლეთს და დასავლეთს - მის მშობლიურ იაპონიას და მის ცხოვრებას პარიზში. მე მქონდა შანსი, მასთან ერთად მემუშავა მრავალი წლის განმავლობაში, აღფრთოვანებული ვიყავი მისი ცნობისმოყვარეობითა და გონებაგახსნილობით. თავიდან მშვიდი და მორცხვი ჩანდა, მაგრამ იუმორით იყო სავსე.
ის იყო გულუხვი და ყოველთვის იცოდა, როგორ მიხედავდა მის გულთან ახლოს მყოფ ადამიანებს. მას სიცოცხლის სურვილი ჰქონდა. . . Kenzo Takada იყო ცხოვრების ხელოვნების განსახიერება. ”
Kenzo Takada - ლეგენდის დაბადება
კენზო 1939 წლის 27 თებერვალს, იაპონიაში, ჰიმეჯიში დაიბადა. მშობლები ჰიოგოს პრეფექტურაში სასტუმროს მართავდნენ.
მას მოდისადმი სიყვარული ადრეულ ასაკში განუვითარდა, განსაკუთრებით მისი დების ჟურნალების წაკითხვით. მოგვიანებით ტაკადა უცხო ენათა ინსტიტუტში აგრძელებს სწავლას, მაგრამ მამის გარდაცვალების შემდეგ, პირველივე კურსიდან მიატოვა ლექციები და ოჯახზე ზრუნვა დაიწყო.
1958 წელს კენზო ჩაირიცხა ტოკიოში მდებარე “ბუნკას მოდის კოლეჯში“. 1961 წელს ტაკადამ მოდის დიზაინის კონკურსში გაიმარჯვა. პირველმა გამარჯვებამ ახალგაზრდა დიზაინერს მისცა გეგმების გაფართოენბის საშუალება და პატარა სამკერვალო შემქნა, სადაც თვეში 40-მდე სამოსს კერავდა.
“მეუბნებოდნენ, რომ შეუძლებელი იყო იაპონელ კაცს პარიზში, მოდის ინდუსტრიაში ემუშავა… მამაკაცებს არ უშვებდნენ დიზაინის სკოლებში. 1950-იან წლებში იაპონიის საზოგადოებაში შემოქმედებითობა არ იყო მიღებული. ჩემი მშობლები ეწინააღმდეგებოდნენ იდეას, რომ მე ვმუშაობდი.“- განუცხადა ტაკადამ 2019 წელს Financial Times.
ბრძოლა პარიზში დამკვირდებისთვის
Takada მოგვიანებით საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, იგი მოდის სახლებისთვის ძალიან დაბალ ფასად დიზაინის ესკიზებს ქმნიდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, წინსვლა არ შეინიშნებოდა, ამიტომ კენზომ გადაწყვიტა იაპონიაში დაბრუნებულიყო, მაგრამ წასვლამდე ბოლო შანსის გამოყენება უნდოდა.
ბოლო შანსი ტექსტილის წარმოების კომპანია Pisanti აღმოჩნდა, სადაც კენზომ სტილისტად დაიწყო მუშაობა.
1970 წელს, ბაზარში ყოფნისას, ტაკადა შეხვდა ქალს, რომელსაც სურდა “გალერი ვივიენში“ მდებარე მცირე ფართი მისთვის იაფად მიექირავებინა. ტაკადამ მიიღო შეთავაზება და გახსნა მაღაზია. ეს იყო კენზოს პირველი საავტორო მაღაზია, სადაც მისი დიზაინით შექმნილი სამოსი იყიდებოდა. ძალიან ცოტა ფული ჰქონდა, ამიტომ მან შეურია 200 დოლარიან Montmartre- ის ქსოვილებს ბაზარში იაფად ნაყიდი ქსოვილები. ასე შექმნა ეკლექტიკური და თამამი პირველი მოდის კოლექცია. ტაკადამ კოლექცია თავის პირველ ჩვენებაზე Galerie Vivienne- ში წარადგინა.
მხატვარ ანრი რუსოს და, კერძოდ, The Dream- ის შთაგონებით, ტაკადა თავისი მაღაზიის ინტერიერს ჯუნგლების მსგავსი ყვავილების ესთეტიკით ხატავდა. ასე დაერქვა მის პირველ მოდის სახლს "Jungle Jap". სახელწოდებამ მაშინ საზოგადოების აღშფოთება და სკანდალი გამოიწვია. 1971 წელს იაპონიის ამერიკის მოქალაქეთა ლიგამ ტაკადა აიძულა სახელწოდებიდან Jap (შემოკლებული იაპონია -იაპ) ამოეღო. Takada- მ და მისმა გუნდმა გადაწყვიტა სახლისთვის ახალი სახელი შეერჩიათ, ასე გაჩნდა ბრენდი Kenzo.
1976 წლის ოქტომბერში Takada- მ გახსნა თავისი ფლაგმანი მაღაზია Kenzo, Victoires Place- ში. 1978 და 1979 წლებში თავისი შოუები გამართა ცირკის კარავში, ცხენოსანი ქალების შემსრულებლებით, რომლებიც ატარებდნენ გამჭვირვალე ფორმებს. თავად დიზაინერი სპილოზე ამხედრებული იყო.
1981 წელს გამოვიდა ფილმი Yume, yume no ato, რომელიც ტაკადამ გადაიღო.
Takada– ს პირველი მამაკაცის კოლექცია გაიხსნა 1983 წელს. 1984 წლის აგვისტოში, Takada- მ სახელწოდებით Album by Kenzo, ნაკლებად ძვირადღირებული ტანსაცმლის ხაზი გამოუშვა.
1986 წელს გამოვიდა ბავშვების ხაზი, სახელწოდებით Kenzo Jungle, ასევე ქალისა და მამაკაცის ჯინსი.
1993 წლიდან ბრენდი Kenzo ეკუთვნის საფრანგეთის ძვირადღირებული პროდუქციის კომპანია LVMH-ს. 2016 წელს მან Avon- ის სუნამო შექმნა.
პირადი ცხოვრება და მეგობრები
კენზო მთელი ცხოვრების განმავლობაში ურთიერთობაში იყო მხოლოდ ერთ პარტნიორთან- ხავიერ დე კასტელასთან. ხავიერი 1990 წელს შიდსით გარდაიცვალა.
სიცოცხლეში ხავიერ დე კასტელამ დაეხმარა და Takada– მ 14000 კვ.მ – იანი იაპონური სტილის სახლი ააშენეს.
თავად ტაკადა 2020 წლის 4 ოქტომბერს COVID-19-ით გარდაიცვალა. მას შვილები არ ჰყავს.
”ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს შენი დაკარგვის შესახებ გავიგე... ყოველთვის მახსოვს შენი ღიმილი, თავმდაბალი საქციელი და პოზიტიური განწყობა ყველას მიმართ“- ასე დაემშვიდობა სუპერმოდელი ნაომი კემპბელი მის საუკეთესო მეგობარს.
ვინ ჩაუდგება სათავეში მის მოდის სახლს, ჯერჯერობით უცნობია. ბრენდი რამდენიმე მილიონი დოლარი ღირს. წლიური მოგება კი საკმაოდ სოლიდურია.