საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 11271-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 253 პაციენტი და საერთო რაოდენობა 6119-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5971 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 1 100-ს შეადგენს. ქვეყანაში კორონავირუსით 78 ადამიანია გარდაცვლილი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.