გენერალური პროკურორის 8 ოქტომბრის ბრძანებით, მთავარი პროკურატურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოები დამტკიცდა.
როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, გენერალური პროკურორის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო 6 600 ლარია; მისი პირველი მოადგილის - 6 200 ლარი; გენერალური პროკურორის მოადგილის - 6 000 ლარი; დეპარტამენტის უფროსის - 5 600 ლარი; ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის -4 600 ლარი, სამმართველოს უფროსს კი - 4 000 ლარი აქვს.
ამასთან, ცვლილებების მიხედვით, I კატეგორიის მრჩეველთა ანაზღაურება 1500-2100 ლარის ფარგლებშია; ხოლო II კატეგორიის მრჩევლების - 1500-1900 ლარის ფარგლებში.
დოკუმენტის თანახმად, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებლის თანამდებობრივი სარგო თვეში 3 500 ლარია; განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის კი - 3 400 ლარი. ასევე როგორც დოკუმენტშია მითითებული პროკურატურაში სტაჟიორის ყოველთვიური ანაზღაურება 960 ლარია.