სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქრო საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ხვდება. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისი ექსპორტი 30.7%-ით გაიზარდა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის 1-ელ 8 თვეში საქართველოდან 59,581 მლნ აშშ დოლარის ოქრო გავიდა ექსპორტზე, მაშინ როცა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი - 45,595 მლნ დოლარი იყო.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც საქართველოდან ოქროს ექსპორტი ხორციელდება, ასე გამოიყურება:
რაც შეეხება იმპორტს, 2020 წლის იანვარ-აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ოქრო მხოლოდ საფრანგეთიდან შემოვიდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ამ ქვეყნიდან 600 დოლარის ოქროს (დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით) იმპორტი განხორციელდა.