ბიზნესიდან საჰაერო აკრობატიკამდე - მილიარდერი, რომელიც გასართობად  გამანადგურებელი თვითმფრინავებით დაფრინავს

ჯარედ ისააკმანი (jared Isaacman) მილიარდერთა შორის პანდემიის შემდეგ გამოჩნდა. ყველაზე ექსტრემალური და არაორდინალური მილიარდერის საყვარელი ფრაზაა -“სიცოცხლე სასარგებლო დაღლისთვის უნდა გამოიყენო.“

ისააკმანს სწამს, რომ ყველას სიცოცხლის გამოზომილი დრო აქვს, ამიტომ დედამიწაზე ყოფნისას ადამიანმა რაც შეიძლება მეტი სიამოვნება უნდა მიიღოს. მისი ძმის, მაიკლის თქმით, ფრენის ხარჯები კოლოსალურ თანხას აღწევს, თუმცა ამის გამო 37 წლის მილიარდერი გამანადგურებლებით სიამოვნების მიღებაზე უარს არ ამბობს.

დასაწყისი

ისააკმანი ბავშვობიდან გატაცებული იყო ექსტრემალური სპორტით. იგი მრავალშვილიან ოჯახში გაიზარდა. ოთხი და-ძმიდან, ისააკი ყველაზე უმცროსია. ერთ-ერთ ინტერვიუში მილიარდერი იხსენებდა, რომ მისი და-ძმა ძალიან პატარა ასაკიდან მუშაობდნენ, როგორც ყველაზე უმცროსს, მას უწევდა ხოლმე დედასთან სახლში დარჩენა. ნიუ ჯერსიში, ფარ – ჰილსის წყნარ გარეუბანში ცხოვრება საინტერესო სულაც არ იყო, ამიტომ ისააკმანი ბავშვობიდან იმ მოტივით გაიზარდა, რომ ოჯახის ყოფა შეეცვალა.

ჯარედმა პირველი ბიზნესი 15 წლის ასაკში დაიწყო. იგი მშობლების სარდაფში, საკრედიტო ბარათის ტერმინალებთან დაკავშირებულ მცირე ბიზნესში მონაწილეობდა.

1998 წელს, მეგობართან, ბრენდან ლაუბერთან ერთად, დააარსა მცირე კომპანია-“Decho Systems“. მეგობრები ბიზნესისთვის ვებსაიტებს ქმნიდნენ. მათი ერთ-ერთი პირველი კლიენტი იყო, გადასახადების დამმუშავებელი კომპანია Merchant Services Inc. (MSI). გარდა ვებ – გვერდის მუშაობისა, MSI– ს დახმარება სჭირდებოდა კომპიუტერის უსაფრთხოებაში, ისააკმანმა შიდა კონსულტაციების შემდეგ სრულ განაკვეთზე მუშაობის შეთავაზება მიიღო. 16 წლისამ სკოლა მიატოვა და მუშაობა არჩია.

MSI– ს მთავარი ბიზნესი იყო clunky ტერმინალების გაყიდვა, რომლებიც საკრედიტო ბარათებს მაგნიტური ზოლებით ასრიალებს. 1998 წელს მსგავსი ტექნიკური მომსახურება მართლაც ინოვაციური იყო და ნელ- ნელა ინერგებოდა. ისაკმანმა IT დეპარტამენტი ჩაიბარა, მალევე მიხვდა, რომ პროცესი რთული და ძვირი იყო.

”21 წლის წინ საკრედიტო ბარათების ასაღებად იგივე დოკუმენტაცია იყო საჭირო, როგორც დღეს კომერციული იპოთეკის აღება. ეს იყო ძალიან ინტენსიური, დამამძიმებელი და სრულიად არასაჭირო.”, - ამბობს ისააკმანი.

MSI– ში მუშაობის ექვსი თვის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ პროცესს უფრო სწრაფად, მარტივად და იაფად შეასრულებდა. ჯარედმა სამსახური დატოვა და მშობლებთან ერთად საკუთარი საქმე დაიწყო. Shift4-ი საბარათე სისტემის დანერგვას ემსახურებოდა. ისაკმანმა ბაბუისგან 10 000 აშშ დოლარი ისესხა და ბანკი დაარწმუნა, რომ საიდენტიფიკაციო ნომერი მიეცათ, რაც მას საკრედიტო ბარათის ტერმინალების გასაყიდად სჭირდებოდა.

ოჯახს ჯარედის მეგობარიც ეხმარებოდა... ეს იყო პირველი ინტერნეტ ბუმის მწვერვალი. ორმა მეგობარმა ააშენა ვებ – პროგრამები ტერმინალისა და ბარათების მიღების პროცესის გასამარტივებლად.

2003 წლისთვის მას ბაბუის სესხის დასაფარად საკმარისი თანხა უკვე ჰქონდა და ბიზნეს-პარტნიორები შტატის მიღმა გაფართოების გეგმებს ადგენდნენ. სტარტაპმა, რომელსაც ათასობით ახალი მომხმარებელი ჰყავდა, გახსნა ოფისი არიზონაში.

2008 წელს კომპანიამ Harbortouch-ის წარმოება დაიწყო. მაშინდელი ფუტურისტული სენსორული ეკრანი, აერთიანებდა სალაროს აპარატს და საკრედიტო ბარათის ტერმინალებს ერთ მოწყობილობაზე.

isak-1602399996.png

წარმატებული ბიზნესის და ფინანსური მოგების ფონზე, ისაკმანი აცხადებს, რომ ყოველთვის ჰქონდა დანაკლისის შეგრძნება. მან გადაწყვიტა სანუკვარ ჰობს დაბრუნებოდა და საჰაერო ხომალდებით ფრენა დაიწყო, მაგრამ ისევ უფრო მეტი სურდა.

2009 წელს, 26 წლის ასაკში, მან შეასრულა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ფრენა მსუბუქი თვითმფრინავით. მარშრუტი მორისტაუნიდან, ნიუ ჯერსისკენ, აზორების და ალასკის გავლით, 61 საათსა და 51 წუთში გადაიფრინა. ჯარედმა 100,000 დოლარზე მეტი მოაგროვა Make-A-Wish ფონდისთვის.

ბიზნესიდან საჰაერო აკრობატიკამდე

მომავალმა მილიარდერმა მალევე აღმოაჩინა, რომ სამოქალაქო პირებსაც შეეძლოთ სამხედრო თვითმფრინავებით ფრენა, თუ ისინი FAA– ს კვალიფიკაციას მიიღებდნენ. ასე რომ, მან დაიწყო სწავლა და წვრთნები მოიერიშე თვითმფრინავებზე.

2010 წელს მისი ჰობი ნახევარ განაკვეთურ სამუშაოდ იქცა. მოგვიანებით ისააკმანი შეხვდა საჰაერო ძალების ტრიუკების ესკადრის ცნობილ წევრს, შუნ გუსტაფსონს. მათ ერთად შექმნეს საჰაერო შოუ “Black Diamond Jet Team“, სხვა პენსიონერ მფრინავებთან და გამოცდილ მოქალაქეებთან ერთად საჰაერო აკრობატიკას ეუფლებოდნენ.

ერთი წლის შემდეგ ორივეს უკეთესი იდეა მოუვიდა. ფინანსური კრიზისის შემდეგ, აშშ-ის სამხედროები ხარჯების შემცირების რეჟიმში იმყოფებოდნენ.

ნელისის საჰაერო ძალების ბაზაზე, ლას – ვეგასის გარეთ, სამხედრო უწყებები მილიარდობით დოლარს ხარჯავდნენ მფრინავების მოსამზადებლად. F-16– ებისა და გამოცდილი მფრინავების ბრძოლიდან გაყვანა, რათა მათ სახლში წვრთნები ჩაეტარებინათ, რთულდებოდა. ორმა საჰაერო შოუს მეგობარმა იფიქრა, რომ თუ ისინი საჰაერო ძალებს დაითანხმებდნენ, მათთვის ტრენინგი ჩაეტარებინათ, ქვეყანა დაზოგავდა მილიარდებს, თავდაცვის უწყებას კი უკეთესი მფრინავები ეყოლებოდა.

საჰაერო შოუს გუნდის უმეტესობამ Draken International დააარსა და წვრთნებიც მალევე დაიწყო.

isak1-1602400064.jpg

ისააკმანმა Draken- ში თანხა ჩადო. მეგობრებმა მსოფლიოს მასშტაბით ათობით საბრძოლო თვითმფრინავი შეიძინეს. დუგლას A-4 Skyhawks ახალი ზელანდიიდან, ატლასის გეპარდები სამხრეთ აფრიკიდან, Aero L-159s ჩეხეთის რესპუბლიკიდან... მათ საბოლოოდ მსოფლიოში უდიდესი კერძო ფლოტი შექმნეს, სადაც 100 სამხედრო თვითმფრინავი იყო.

კომპანია “დრეკენმა“ პირველი კონტრაქტი მიიღო 2015 წელს. მიუხედავად იმისა, რომ ისააკი მთელს მსოფლიოში დაფრინავდა და თითქმის არცერთ ავიაშოუს არ აკლდა, კვლავ მართავდა გადამხდელ კომპანიას.

ძველი სამსახური და ახალი შანსი

2014 წელს ისაკმანს გაუჩნდა ახალი შესაძლებლობა. მისი ძველი დამსაქმებელი, MSI, მყიდველს ეძებდა. გამჭრიახმა ახალგაზრდამ, რომელმაც თავისი გადასახადების კომპანიის 53,5% -იანი წილი კერძო კაპიტალურ ფირმას Prospect Capital- ს 279 მილიონ დოლარად მიჰყიდა, MSI- ს შეძენა 250 მილიონ დოლარად შეძლო.

ეს პირველი შენაძენი იყო იმ შვიდიდან, რომელმაც ჯარედი ვარსკვლავური მომავლისთვის გაწირა.

2017 წელს ისაკმანმა სამსახურში აიყვანა პროგრამული უზრუნველყოფის სამი კონკურენტი და თან წაიყვანა მათი თითქმის 100,000 კლიენტი, მათ შორის ეროვნული ქსელები, როგორიცაა Outback Steakhouse და Denny's. 2017 წლის ნოემბერში, მან შეიძინა Shift4 Payments, რომლის სათაო ოფისი ლას – ვეგასშია.

Shift4– ის შეძენამ ორმაგად გაზარდა მოგების მოცულობა. პროვაიდერები ასობით პროგრამული ვერსიითა და მრავალჯერადი გადახდის მოწყობილობით, თითოეული ტრანსაქციისთვის დოლარზე რამდენიმე ცენტს იღებდნენ.

”ეს იყო ერთადერთი ყველაზე ტრანსფორმაციული შენაძენი, რაც ჩვენ ოდესმე მიგვიღია”, - ამბობს ის.

Shift4 გარიგებიდან შვიდი თვის შემდეგ მან ხელი მოაწერა თავის 280 მილიონი დოლარის პირველ ხელშეკრულებას ხუთი წლის განმავლობაში ნელისში საჰაერო ძალების მფრინავების მოსამზადებლად.

isak2-1602400102.png

ოფიციალური მილიარდერი

28 წლის ჯარედის საჰაერო ძალების კომპანია “Draken International“ მსოფლიოში უდიდესმა კერძო კომპანიამ- Blackstone- მა ცხრანიშნა თანხით იყიდა. იმ წუთიდან ისააკმანი უკვე მილიარდერი იყო.

მისი საგადასახადო კომპანია “Shift4 Payments“ ქვეყნის რესტორნებისა და სასტუმროების მესამედს, მათ შორის გიგანტებს, როგორიცაა Hilton, Four Seasons, KFC და Arby's ემსახურება. წლიური მოგება 200 მილიარდ დოლარზე მეტია. მაშინაც კი, როდესაც Covid-19-ის პადემიის გამო სარესტორნო ბიზნესში ქაოსი ჩამოწვა, ისააკმანის კომპანიას მუშაობა არ შეუწყვეტია. "ხალხს მაინც სურს კვება, არა?“- ამბობდა ის.

ამჟამად ისააკმანის ბიზნესის ღირებულება “Shift4 Payments“– ის 38% -იანი წილის წყალობით, 1.4 მილიარდი დოლარია. იგი ასევე ფლობს წილს კომპანია “Draken“- ში და 100 მილიონი დოლარის ღირებულების დამატებითი აქტივების ნაწილს რუსულ კომპანია MiG-ში. საკუთრებაში აქვს ცხრა სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავი.

რუსეთის საჰაერო ხომალდების კორპორაცია "MiG", მსოფლიოში ცნობილი როგორც “Mikoyan“, არის რუსული კოსმოსური და თავდაცვის კომპანია. სათაო ოფისი მდებარეობს მოსკოვში, ბეგოვოის რაიონში. კომპანია 1939 წელს დააფუძნეს თვითმფრინავების დიზაინერებმა არტემ მიქოიანმა და მიხეილ გურევიჩმა.

“Draken International“ ამერიკის საჰაერო ძალებს სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებით ამარაგებს, მათ შორის უზრუნველყოფს სამხედრო ძალების მომსახურებას.

თეონა რამაზაშვილი