არგენტინის ხელისუფლებამ ოფიციალურად გასცა ნებართვა გენმოდიფიცირებული ხორბლის კომერციულ წარმოებაზე, რომელიც იქნება მდგრადი გვალვაზე. შესაბამისი ბრძანება „არგენტინის რესპუბლიკის ოფიციალურ ბიულეტენში“ გამოქვეყნდა.
ამასთან, განკარგულებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გენეტიკურად მოდიფიცებული ხორბლის გაყიდვები დაიწყება მხოლოდ მაშინ, როცა ბრაზილია, რომელიც გახლავთ არგენტინული ხორბლის მთავარი მომხმარებელი, მის იმპორტზე ნებას დართავს.
არგენტინა გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნებართვა გასცა გენეტიკურად მოდიფიცირებული ხორბლის კომერციულ რეალიზაციაზე. 2018-2019 წლების სეზონზე ამ სამხრეთ ამერიკულმა რესპუბლიკამ 11,3 მილიონი დოლარის ხორბლის ექსპორტი განახორციელა.