პანდემიის გამოცხადების შემდეგ, შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისით თითქმის ყველა ქვეყანა იტანჯება. გაზრდილი უმუშევრობა, წნეხი საშუალო ბიზნესზე, მომხმარებლების მიერ ფულის ხარჯვის შემცირება და გაზრდილი საგარეო ვალები - ის პრობლემებია, რომლითაც 2020 წლის გლობალური ეკონომიკა შეიძლება შეფასდეს.
მიუხედავად გლობალურ ეკონომიკაში არსებული გამოწვევებისა, პანდემიის დროსაც კი, არსებობენ კომპანიები, რომლებიც არათუ შემცირდნენ, არამედ მყარად იზრდებიან.
2020 წლის სექტემბრის შეფასებით, გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაცია პანდემიის დროსაც კი, იზრდებოდა. მაკროეკონომისტები მიანიშნებენ, რომ გლობალურ ეკონომიკაში დადგა ინდუსტრიალიზაციის ეკონომიკური მოდელიდან „სილიკონ ველის“ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლის ეტაპი, რის არგუმენტად მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური შეზღუდვების მიუხედავად, ტექნოლოგიური კომპანიების შეუჩერებელი ზრდა მოჰყავთ.
„სილიკონ ველის“ ეკონომიკური მოდელი სამეცნიერო გამოგონებების მომხმარებლისადმი მორგებას ეფუძნება. ტექნოლოგების პრაქტიკაში მორგების მაგალითია ის 10 უმსვილესი ამერიკული, ჩინური და ვიეტნამური კომპანია, რომლებიც ეკონომიკური განვითარების ახალ ეტაპზე უკვე იმყოფებიან.
მსოფლიოს ყველაზე მსხილი 10 კომპანია
2020 წლის სექტემბრის მონაცემებით, უმსხვილესი საბაზრო კაპიტალიზაცია ჰქონდა Apple-ს 1,980 ტრილიონი დოლარი; მას მოსდევს Microsoft, რომელის კაპიტალმა 1,592 ტრილიონი დოლარი შეადგინა; მე-3 ადგილზე გავიდა ამერიკული კომპანია Amazon.com 1,577 ტრილიონი დოლარით; Google-მა, ოფიციალური სახელწოდებით Alphabet Inc. – 999,570 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაციით მე-5 ადგილი დაიკავა; მე-6 ადგილზე ჩინური კომპანია Alibaba Group-ია 795,400 მილიარდი დოლარით; მე-7 ადგილს სოციალური ქსელი Facebook Inc. იკავებს 746,100 მილიარდი დოლარით; ჩინური კომპანია Tencent-ის კაპიტალიზაციამ 646,790 მილიარდი შეადგინა, მე-8 და მე-9 ადგილი ამერიკულმა კომპანიებმა Barkshire Haltaway და Visa-მა დაიკავეს, 509,470 მილიარდ დოლარიანი კაპიტალიზაცია ჰქონდა Barkshire Haltaway-ს, ხოლო 425,510 მილიარდი დოლარის კაპიტალიზაცა Visa-ს; ათეულში მოხვდა ტაივანური კომპანია TSMC 420,440 მილიარდ დოლარიანი საბაზრო კაპიტალიზაციით.
გლობალურად ათი ყველაზე მსხხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების წარმატების შეფასებისას მიმომხილველები აქცენტს კვალიფიციური მუშახელის მნიშვნელობაზე აკეთებენ, რომლებიც ქმნიან ხელოვნური ინტელექტს, იყენებენ ნეირომარკეტინგს და ქმნიან ტექნოლოგიებს.
რა შეიცვლება გლობალური ეკონომიკური გარდაქმნით?
გლობალური ეკონომიკის დომინანტი და წარმატებული კომპანიები ტექნოლოგიების ინდუსტრიიდან არის. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის პროფესორი ამბობს, რომ ორი საუკუნის უკან, აგროეკონომიკიდან ინდუსტრიალიზაციამდე გადასვლამ, ინდუსტრიალიზებულ ქვეყნებს დიდძალი სიმდიდრე მოუტანა, ახლა კი, ეკონომიკას განვითარების ახალი პერიოდი დაუდგა - ინდუსტრიალიზაციიდან ტექნოლოგიურ ეკონომიკამდე.
შეერთებულმა შტატებმა, ჩინეთმა და ტაივანმა სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტად აუღეს ალღო ახალ გარდაქმნის პროცესს, რასაც მათი კომპანიების კაპიტალიზაციის სიდიდეც ადასტურებს.
„სილიკონ ველის“ მოდელი ცვლის ტრადიციულ მიდგომას დასაქმებულებისადმი. სამუშაო ანაზღაურების სტატისტიკაში, თვალშისაცემად იზრდება მაღალკვალიფიციურ და არაკვალიფიციურ დასაქმებულებს შორის შემოსავალი.
„მოსალოდნელია “სამუშაო კაპიტალის პირამიდის” ამოყირავება. თუ ადრე კომპანიებში დასაქმებულთა უმრავლესობა დაბალი, ან საშულო კვალიფიკაციის დასაქმებულები შეადგენდნენ, მომავალში არაკვალიფიციურ მუშახელს რობოტები ჩაანაცვლებენ, შესაბამისად, კომპანიებში ავტომატურად დარჩებიან მაღალკვალიფიციური თანამშრომლები. ამჟამადაც კი, კომპანიებისთვის ტრადიციულ კაპიტალზე - აქტივებზე უფრო ძვირფასი კვალიფიციური მუშახელია“, - ამბობს პროფესორი ჯონ გრუბერი მიმდინარე მაკროეკონომიკური პროცესების შეფასებისას.
გლობალურ საფონდო ბირჟებზე მოკლეპერიოდიანი რყევების მიუხედავად, ტექნოლოგიური კომპანიების პოზიციები დღითიდღე მყარდება, პანდემიის პერიოდში, ონლაინ პლატფორმების გამოყენებამ „სილიკონ ველის“ ეკონომიკურ მოდელზე გადასვლა უფრო დააჩქარა.
მოამზადა - გოგა თირქიამ