ჩემი სოფელი: კენკროვანი კულტურის მოყვანა მაღალმთიან აჭარაში

ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ხუ­ლოს LAG-ი ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ცი­ის ზრდას ხელს უწყობს

ბა­თუმ-ახალ­ცი­ხის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე, ზღვის დო­ნი­დან 1180 მეტრზე მდე­ბა­რე­ობს სო­ფე­ლი დი­ოკ­ნი­სი, რო­მე­ლიც ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს ეკუთ­ვნის. და­ახ­ლო­ე­ბით 9 წლის წინ, ანუ მა­შინ, როცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ჯერ კი­დევ წი­ნაპ­რე­ბის მიერ და­ტო­ვე­ბულ მე­ურ­ნე­ო­ბებს უვ­ლიდ­ნენ, გუ­რამ ძირ­კვა­ძემ გა­და­წყვი­ტა ვა­ზის კულ­ტუ­რის პა­რა­ლე­ლუ­რად (იგი ფლობს 15 ჯი­შის ყუ­რძენს), გა­ე­შე­ნე­ბი­ნა კენკრო­ვა­ნი კულ­ტუ­რა. თავ­და­პირ­ვე­ლად მის წა­მო­წყე­ბას ყვე­ლა ეჭ­ვის თვა­ლით უყუ­რებ­და, რად­გან ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ იყო მსგავ­სი კულ­ტუ­რის მოვ­ლა-მოყ­ვა­ნის დიდი ტრა­დი­ცია, შე­სა­ბა­მი­სად ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და. ბა­ტონ­მა გუ­რამ­მა კი ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექტთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ გა­და­წყვი­ტა გა­ე­რის­კა. იგი ჩა­ერ­თო ხუ­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის (LAG) მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ პრო­ექ­ტში, მი­ი­ღო გრან­ტი, კონ­სულ­ტა­ცია და ტექ­ნი­კუ­რი დახ­მა­რე­ბა, უამ­რა­ვი სირ­თუ­ლე შრო­მით გა­და­ლა­ხა და დღეს მას ქვე­ყა­ნა­ში ხა­რის­ხი­ა­ნი კენკრო­ვა­ნი კულ­ტუ­რის მწარ­მო­ებ­ლად იც­ნო­ბენ.

090a3434-1024x683-56384-1602410278.jpg

090a3470-1024x683-56399-1602410698.jpg

„თავ­და­პირ­ვე­ლად უამ­რავ დაბ­რკო­ლე­ბას შე­ვე­ჩე­ხეთ, თუმ­ცა მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ შევ­ძე­ლით ეტა­პობ­რი­ვად გა­დაგ­ვე­ლა­ხა ისი­ნი. ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით ჩვენ სა­წყი­სი ეტა­პი­დან მი­ვი­ღეთ არამ­ხო­ლოდ თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა, არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. დავ­დი­ო­დით სხვა­დას­ხვა ტრე­ნინგზე, ვსტუმ­რობ­დით აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­შე­ნე­ბულ ბა­ღებს და ვაგ­რო­ვებ­დით ინ­ფორ­მა­ცი­ას. შე­დე­გად ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე დაგ­რო­ვი­ლი ცოდ­ნი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბით, ჩვენ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ რე­გი­ონ­ში ექ­სპერ­ტე­ბად ვით­ვლე­ბით, რაც ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­ცაა“ – აღ­ნიშ­ნავს ბა­ტო­ნი გუ­რა­მი.

090a3476-1024x683-56419-1602410374.jpg

090a3509-1024x683-56428-1602410398.jpg

ბა­ტო­ნი გუ­რა­მის ჟო­ლოს ბაღი ერთ-ერ­თია ხუ­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის მიერ ამ ეტაპ­ზე და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი 73 ინი­ცი­ა­ტი­ვი­დან. LAG-მა ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში რე­გი­ო­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა: „ხულო მე­ტად გა­ი­ზარ­და, გა­უმ­ჯო­ბეს­და სა­მო­ქა­ლა­ქო ცნო­ბი­ე­რე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უფრო აქ­ტი­უ­რად ცდი­ლო­ბენ და ერ­თვე­ბი­ან მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. ამ ეტაპ­ზე, ხუ­ლოს ლაგ­ში 75 ადა­მი­ა­ნია გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი, ყვე­ლა ცდი­ლობს სარ­გე­ბე­ლი მო­უ­ტა­ნოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტს თა­ვი­ან­თი ჩარ­თუ­ლო­ბით“ – გვიყ­ვე­ბა ხუ­ლოს ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის წევ­რი ას­ლან ტუ­ნა­ძე.

ძირ­კვა­ძე­ე­ბის ოჯახ­მა საქ­მი­ა­ნო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე­ვე გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ სა­ჭი­რო იყო ამ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ჩარ­თვა, რად­გან მა­ღალმთი­ა­ნი აჭა­რის კლი­მა­ტი სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯი­თა და ჩა­რე­ვით მი­ე­ღო ხა­რის­ხი­ა­ნი მო­სა­ვა­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, მათ და­ი­წყეს ნერ­გე­ბის გა­ცე­მა და ამით თა­ნა­სოფ­ლე­ლებს საქ­მი­ა­ნო­ბის წა­მო­წყე­ბა­ში შე­უ­წყვეს ხელი. დღეს, ბა­ტო­ნი გუ­რა­მის და ხუ­ლოს LAG-ის მხარ­და­ჭე­რით ამ ბიზ­ნეს­ში 48 ად­გი­ლობ­რი­ვი ოჯა­ხია და­საქ­მე­ბუ­ლი.

„ხუ­ლო­ში მცი­რე მი­წე­ბი გვაქვს, შე­სა­ბა­მი­სად ამ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ვთქვათ კარ­ტო­ფი­ლის მოყ­ვა­ნას ბევ­რად სჯობს მარ­ცვლე­უ­ლი კულ­ტუ­რა აწარ­მოო. გარ­და ამი­სა, აქა­უ­რი ჰა­ვი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ არ გვი­წევს მო­სავ­ლის შე­წამ­ვლა, ანუ ჩვე­ნი პრო­დუქ­ტი ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა და ჯან­სა­ღია. ეს კი გვი­ჩენს ამ­ბი­ცი­ას, რომ ბა­ზარ­ზე თავი და­ვიმ­კვიდ­როთ, რაც გა­მოგ­ვიდს – ოქ­ტომ­ბრის­თვის აჭა­რის ბაზ­რის 100%-იანი მომ­მა­რა­გებ­ლე­ბი ვართ. ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­შე­წყო­ბით ჩვენ შევ­ძე­ლით პრო­დუქ­ტის ბრენ­დი­რე­ბა და მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის მო­შო­რე­ბით რე­ა­ლი­ზა­ცია, რა­საც მა­ცი­ვარ-მან­ქა­ნის დახ­მა­რე­ბით ვა­ხერ­ხებთ. მან­ქა­ნა ასე­ვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია პრო­დუქ­ცი­ის და­ნა­კარ­გე­ბის შე­სამ­ცი­რებ­ლად, ასე­ვე მის­თვის სა­სა­ქონ­ლო სა­ხის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი ჰი­გი­ე­ნუ­რი და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის სხვა ნორ­მე­ბის დაც­ვით სა­ქონ­ლის მომ­ხმა­რებ­ლამ­დე მი­სა­წო­დებ­ლად“ – გვიყ­ვე­ბი­ა­ნი ძირ­კვა­ძე­ე­ბი.

ევ­რო­კავ­ში­რის მხარ­და­ჭე­რით და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ად­გი­ლობ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის ჯგუ­ფის ჩარ­თუ­ლო­ბით ნაკ­ვეთ­ზე ასე­ვე მო­ე­წყო სარ­წყა­ვი სის­ტე­მა, რო­მე­ლიც რე­სურ­სე­ბის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. რო­გორც ოჯა­ხი ამ­ბობს, წელს მი­ნი­მუმ 20 ტო­ნამ­დე კენკრო­ვა­ნის რე­ა­ლი­ზე­ბას მო­ახ­დე­ნენ, რი­თაც მთლი­ან აჭა­რას მო­ა­მა­რა­გე­ბენ. ძირ­კვა­ძე­ე­ბი სი­ა­მა­ყით ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხმა­რე­ბელს სა­უ­კე­თე­სო ხა­რის­ხის კენკრო­ვან კულ­ტუ­რებს სთა­ვა­ზო­ბენ, რა­შიც დიდი როლი ევ­რო­კავ­ში­რის პრო­ექტს მი­უ­ძღვის – ბა­ტო­ნი გუ­რა­მი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ LAG-ის გა­რე­შე საქ­მი­ა­ნო­ბა ასე მარ­ტი­ვად ვერ აე­წყო­ბო­და, შე­სა­ბა­მი­სად, სა­შუ­ა­ლე­ბაც არ ექ­ნე­ბო­და და­ე­საქ­მე­ბი­ნა სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი.

თა­ვის მხრივ, LAG-ში მო­ხა­რუ­ლე­ბი არი­ან, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნე­სის ხელ­შე­წყო­ბა­ში წვლი­ლი მა­თაც მი­უ­ძღვით: „გუ­რამ ძირ­კვა­ძე მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებ­და და აკე­თებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის­თვის. გარ­კვე­ულ ეტაპ­ზე ის სა­ჭი­რო­ებ­და ხელ­შე­წყო­ბას, სწო­რედ ამ მიზ­ნით ჩა­ერ­თო იგი პრო­ექ­ტში, გა­ი­ა­რა საგ­რან­ტო კონ­კურ­სით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეტა­პე­ბი და მი­ი­ღო და­ფი­ნან­სე­ბა. ჩვენ შე­დე­გად მი­ვი­ღეთ არამ­ხო­ლოდ ერთი გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ოჯა­ხი, არა­მედ უამ­რა­ვი შე­მო­სავ­ლის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თაც არ უწევთ სარ­ჩოს სა­ძებ­ნე­ლად მრა­ვა­ლი ათე­უ­ლი თუ ათასე­უ­ლი კი­ლო­მეტ­რის გავ­ლა“ – გვიყ­ვე­ბა ას­ლან ტუ­ნა­ძე.

ძირ­კვა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არამ­ხო­ლოდ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, არა­მედ ცხოვ­რე­ბის სტი­ლის შეც­ვლა და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გაძ­ლი­ე­რე­ბა. რო­გორც ოჯახ­ში ამ­ბო­ბენ, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ მრა­ვალ­წლი­ა­ნი ხელ­შე­წყო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბა დარ­წმუნ­და, რომ შე­უძ­ლია სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნა­ში და­საქმდეს და ღირ­სე­უ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი მი­ი­ღოს.

„ჩვენ­თან უკვე წა­მო­ვი­და ტენ­დენ­ცია, რომ ახალ­გაზ­რდებს სურთ აგ­რო­ნო­მი­ულ­ზე სწავ­ლა, ფიქ­რო­ბენ, რომ ცოდ­ნა მი­ი­ღონ და სა­კუ­თარ მიწა-წყალს გა­მოც­დი­ლე­ბი და­უბ­რუნ­დნენ. ეს მა­ხა­რებს, რად­გან ახალ­გაზ­რდე­ბის ამ კუ­თხით და­ინ­ტე­რე­სე­ბა სო­ფელს გა­აძ­ლი­ე­რებს, ძლი­ე­რი სო­ფე­ლი კი ძლი­ე­რი ქა­ლა­ქი და ქვე­ყა­ნაა“ – ამ­ბობს გუ­რამ ძირ­კვა­ძე.