საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 91-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

რაც შეეხება ინფიცირებულებს, ვირუსი კიდევ 478 ადამიანს დაუდგინდა და ჯამში მათი რაოდენობა 12 272-ს შეადგენს.