Huawei ჩინეთში ელექტრონიკის მწარმოებელ ყველაზე ძლიერ კომპანიად დაასახელეს

სატელეკომუნიკაციო კორპორაცია Huawei 2020 წელს ჩინეთში ტექნიკის მწარმოებლებს შორის ყველაზე კონკურენტუნარიან კომპანიად დასახელდა. ამის შესახებ ჟურნალი „ხუჟუნი“(„ფორბსის“ ჩინური ანალოგი) წერს.

მის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, Huawei-ის კაპიტალიზაცია შეადგენს 1,1 ტრილიონ იუანს (163,8 მილაირდ დოლარს), ეს წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 100 მილიარდი იუანით ნაკლებია, რაც განპირობებულია ამერიკული სანქციებით. ის გამოცემის რეიტინგში პირველ ადგილზეა.

ამ ჩამონათვალში მეორედან მეოთხე ადგილებზე გადანაწილდნენ ჩინური სმარტფონების მწარმოებლები - Xiaomi, VIVO და OPPO. მათი აქტივები შეფასებულია 434 მლრდ, 175 მლრდ და 170 მლრდ იუანად ($64,65 მლრდ, $26,07 მლრდ, და $25,32 მლრდ).

კომპიუტერების მწარმობელი Lenovo მეშვიდე ადგილზეა და უთმობს პოზიციებს ისეთ კომპანიებს როგორებიცაა DJI (უპილოტოებზე სპეცილიზირებული კომპანია ) და Transsion (უშვებს სმარტფონებს).

Huawei 1987 წელს დაარსებული კომპანიაა. ის სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებს აწარმოებს, ასევე სამომხმარებლო მოწყობილობებს და სმარტფონებს. მისი პროდუქცია ხელმისაწვდომია მსოფლიოს 170 ქვეყანაში.

კოკა კვირკველია