YouTube შესაძლოა, ინტერნეტ-კომერციის პლატფორმა გახდეს

ვიდეოსერვისი YouTube ტესტავს ფუნქციას, რომელიც საშუალებას იძლევა, რომ პლატფორმაზე არსებულ რეკლამებში წარმოდგენილი პროდუქციის პირდაპირ შესყიდვა მოხდეს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს ცნობით, ვიდეოჰოსტინგმა კომპანიებს შესთავაზა გამოიყენონ სპეციალური პროგრამა, რომელიც დაკავშირებულია Google-ის ანალიტიკისა და ვაჭრობის ინსტრუმენტებთან. (Google მოგეხსენებათ YouTube-ის მფლობელია).

მოსალოდნელია, რომ აღნიშნული სერვისი YouTube-ის ვიდეორგოლებს გადააქცევს ერთგვარ კატალოგად, რომლის ნახვისას მსურველებს შეეძლებათ პროდუქციის ისე შეძენა, რომ არ გადავიდნენ Amazon-ზე ან სხვა სავაჭრო პლატფორმებზე.

ამბობენ, რომ ვიდეოჰოსტინგმა ამ მიზნით მუშაობა უკვე დაიწყო კანადურ კომპანიასთან Shopify.

YouTube-ის წარმომადგენელმა Bloomberg-ს დაუდასტურეს, რომ ამ პლატფორმაზე მუშაობენ და თუ ის წარმატებული გამოდგება, YouTube-ს შეეძლება კონკურენციის გაწევა ისეთი პლატფორმებისათვის, როგორებიცაა Amazon და Alibaba.

შეგახსენებთ, YouTube მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ პორტალია. მას ყოველდღიურად ასეული მილიონობით ვიზიტორი ჰყავს.

კოკა კვირკველია