ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, სამინისტრო კოვიდინფექციის სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე მოლაპარაკებას, ორ ინდურ კომპანიასთან აწარმოებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო კოვიდინფექციის სამკურნალო მედიკამენტების შეძენაზე ორ ინდურ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას.

მისივე თქმით, მედიკამენტები სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლომდე იქნება ხელმისაწვდომი.

,,რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატების შეძენას, გვაქვს გამოხმაურება ორი ინდური კომპანიიდან, რომლებიც მოგვაწვდიან ამ პრეპარატს, რომ ოქტომბრის ბოლომდე კვლევითი ჯგუფის ნაწილში, ვიხილოთ დამატებითი დამხმარე მედიკამენტები", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.