პარლამენტში აგროტურიზმის შესახებ საკანონმდებლო პაკეტზე იმსჯელებენ. ახალი კანონის პროექტი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა და მისი მიზანია სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაცია, სოფლად ტურიზმის, შესაბამისი ტურისტული პროდუქტებისა და მომსახურების, აგროტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ დანელია განმარტავს, პროექტი ითვალისწინებს საშეღავათო პირობებს საგადასახადო ნაწილში, ეს არის როგორც დღგ-ს, ისე საშემოსავლოს ნაწილში, ასევე ითვალისწინებს სამთავრობო პროგრამებში ჩართვას და საბოლოო ჯამში, სტანდარტების დაწესებას, ხარისხის ამაღლებას და სერვისების მაქსიმალურ სტიმულირებას ადგილობრივი ფერმერებისთვის. დეპუტატის თქმით, კანონის მიღება წაახალისებს სერვისების განვითარებას, ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და ხელს შეუწყობს რეალიზებას.
“აგროტურიზმის შესახებ“ კანონპროექტს კომიტეტი 13 ოქტომბრის სხდომაზე განიხილავს.