BTU-ს “ინიციატივა 5.0” კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ევროკავშირთან თანამშრომლობით საქართველოს მასშტაბით ამოქმედდება

“ინიციატივა 5.0-ის“ ფარგლებში ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტების განხორციელებას კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აგრძელებს. საერთაშორისო პარტნიორების, სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო კომპანიების ჩართულობით, BTU Cyber Lab მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს პროექტებს, ჩაატარებს კონკურსებს, ჰაკათონებს, ფორუმენს კიბერჰიგიენის და კიბერეთიკის გარშემო ცნობიერების ასამაღლებად, საგანმანათლებლო რესურსების შესაქმნელად, კვლევებს კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ეკონომიკური სექტორების დიგიტალიზაციის პროცესში და სხვა.

ინიციატივის ფარგლებში გაიმართება ჰაკათონი, ჩატარდება #SaferInternet Day კამპანია თბილისსა და რეგიონებში, შეიქმნება MOOCs რესურსი, მათ შორის, დაიგეგმება ვებინარი რეგიონებში სამიზნე ჯგუფებისთვის; EU-ის დღის წესრიგის გათვალისწინებით შეიქმნება და განვითარდება ბროშურები და სახელმძღვანელოები ონლაინ უსაფრთხოების, მედია წიგნიერებისა და მოზარდების კიბერ ჰიგიენის შესახებ; სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ვორკშოფები და კონკურსები კიბერუსაფრხოების საკითხებზე სკოლებსა და უნივერსიტეტებში ჩატარდება.

2021 წლის გაზაფზულზე გაიმართება ფორუმი EU-ის პოლიტიკის თემატიკაზე.

“EU-ის კიბერ უსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა (EU-Cyber_Edu)” არის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტი, რომლის მიზანია ევროპის საუკეთესო პრაქტიკებისა და გამოცდილების გაზიარება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ სტუდენტები, მასწავლებლები, მშობლები, პროფესორები და გადაწყვეტილების მიმღები პირები საგანმანათლებლო სივრცეში.

საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე დგას, როცა საქმე გვაქვს კიბერ უსაფრთხოებასა და კიბერჰიგიენასთან საგანმანათლებლო სექტორში. სკოლებს, უნივერსიტეტებს, საგანმანათლებლო ცენტრებს და სხვა ინსტიტუციებს წვდომა აქვთ დიდი მოცულობის პირად ინფორმაციასთან. ხშირ შემთხვევაში საგანმანათლებლო ქსელი ხდება კიბერ შეტევის ობიექტი. ამ მიმართულებით EU-მ განავითარა ციფრული განათლების სამოქმედო გეგმა 7, რომლის მიზანია, სტუდენტებსა და მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლება კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებით. სწორედ ამ გეგმის ფარგლებში ხორციელდება PEU-Cyber_Edu პროექტი, რომელიც გულისხმობს ცნობიერების ამაღლებას იმ რისკების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია კიბერსაფრთხეებთან. პროექტი ამოქმედდება მიმდინარე წლის ბოლოდან და დასრულდება 2022 წლის გაზაფხულზე.