Microsoft-ს თანამშრომლები მუდმივად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაჰყავს

Microsoft-ს თანამშრომლები მუდმივად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაჰყავს. ამის შესახებ კომპანიის და The Verge- ს შიდა მემორანდუმში არის ნათქვამი.

“ჰიბრიდული სამუშაო ადგილი“ - ასე ეწოდება მემორანდუმში გაწერილ მუხლს, რომელიც გულისხმობს COVID-19 პანდემიის დასრულების შემდგომ, სამუშაოს სახლიდან შესრულებას.

“თანამშრომლებს საშუალება მიეცემათ სამუშაო კვირის ნახევარი დღეები სახლიდან იმუშაონ, თუმცა მენეჯერებს შეუძლიათ მუდმივად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.“- აღნიშნულია შეთანხმების ტექსტში.

ამჟამად კომპანიის თანამშრომელთა აბსოლუტური უმრავლესობა სახლიდან მუშაობს. Microsoft ცენტრალური ოფისის გახსნას 2021 წლის იანვრამდე არ გეგმავს.

აღსანიშნავია ისიც, რომ, მათთვის, ვინც დისტანციურად მუშაობის რეჟიმს აირჩევს, კომპანია საშინაო ოფისის ხარჯებს დაფარავს.

Verge-ს ინფორმაციით, მემორანდუმის ახალი პირობებით 150,000 თანამშრომელს აქვს სარგებლობის უფლება, თუმცა, არსებობენ ისეთებიც, რომელთა გამოცხადება ოფისში, სამუშაოს სპეციფიკის გამო სავალდებულოა.

"COVID-19 პანდემიამ ყველა დაგვაფიქრა, უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ახალი ხერხებით", - ამბობს Microsoft- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მთავარი ოფიცერი კეტლინ ჰოგანი.

თეონა რამაზაშვილი