2019 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 756.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 3.1 პროცენტით აღემატება, - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში - საწარმოთა საქმიანობის შედეგები. ამავე მონაცემებით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.4 პროცენტი ქალია, ხოლო 58.6 პროცენტი - კაცი.
საქსტატის ანგარიშით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35.0 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 44.8 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 702.0 ათასი კაცი შეადგინა (გასულ წელთან შედარებით - 3.3 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 9 977.2 მლნ ლარით განისაზღვრა (გასულ წელთან შედარებით 10.3 პროცენტით მეტი).
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ Top-10 საწარმოს, რომელიც საქართველოში ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს: (შენიშვნა - სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
რაც შეხეება მთლიან ბრუნვას, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2019 წელს, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 25.9 პროცენტით გაიზარდა და 109.0 მილიარდი ლარი შეადგინა.