იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 12.1%-ით, ხოლო იმპორტი 15.9%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 121.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 14.9 პროცენტით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, საანგარიშო პერიოდში ექსპორტი 2 403.5 მლნ აშშ დოლარი (12.1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 5 717.6 მლნ აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები) იყო.

ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-სექტემბერში 3 314.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.8 პროცენტი შეადგინა.

თაია არდოტელი