საქართველოდან კივის ექსპორტი 37-ჯერ გაიზარდა - ქვეყნები, სადაც პროდუქტი გადის

2020 წლის 8 თვეში (იანვარი-აგვისტო), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან კივის ექსპორტი 37-ჯერ გაიზარდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში სულ ქვეყნიდან 337.3 ტონა (255 ათასი აშშ დოლარი) კივი გავიდა, მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 9.0 ტონას შეადგენდა.

რაც შეეხება ქვეყნებს, სადაც 2020 წელს კივის ექსპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება:

  • სომხეთი - 277.1 ტონა (180 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 60.2 ტონა (74.7 ათასი აშშ დოლარი )
  • იაპონია - 0.1 ტონა (100 აშშ დოლარი)

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოდან კივის ექსპორტი მხოლოდ სომხეთში განხორციელდა - 9.0 ტონა (22.2 ათასი აშშ დოლარი).

ნინი ქეთელაური