ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ ალუმინის პროდუქტებზე 48%-მდე გადასახადს აწესებს

ევროკავშირი ჩინეთიდან იმპორტირებულ ალუმინის პროდუქტებზე 30.4-დან 48.0%-მდე გადასახადს აწესებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გადასახადი, რომელიც ოთხშაბათიდან დაწესდება, ჯერჯერობით დროებითია და ძალაში მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე დარჩება, რომლის მიზანი იმის გარკვევაა, ყიდიან თუ არა ჩინელი მწარმოებლები ალუმინის პროდუქტებს უსამართლოდ დაბალ ფასებში. გამოძიების შემდეგ, რომლის დასრულებას მომავალის წლის აპრილამდე ელოდებიან, შესაძლოა, ბლოკმა ჩინეთიდან იმპორტირებულ ალუმინის პროდუქტებზე 5-წლიანი გადასახადი დააწესოს. ცნობისათის, ევროკომისიამ ჩინურ ალუმინის პროდუქტებთან დაკავშირებით, რომლებიც ფართოდ გამოიყენება ტრანსპორტის, მშენებლობისა და ელექტრონიკის სფეროებში, გამოძიება თებერვალში მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდუსტრიულმა ორგანომ -„ევროპული ალუმინი“- მას საჩივრით მიმართა. ჩინეთის ლითონების ასოციაცია საჩივარს უსაფუძვლოს უწოდებს.