სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია „ბროლში“ საგამოძიებო სამსახური შევიდა

ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო სტრუქტურების წარმომადგენლები სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია „ბროლში“ იმყოფებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე სპეცრაზმელების შეყვანა დოკუმენტაციის ამოღების მიზნით მოხდა. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.