ლილოს ბაზრობის ტერიტორიაზე მდებარე სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანია „ბროლში“ საგამოძიებო მოქმედებები ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც ჟურნალისტებთან საუბარში გამომძიებელმა დათო ბაინდურაშვილმა აღნიშა, საქმე ეხება ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრებას. მან ადგილზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლების ყოფნაც განმარტა და აღნიშნა, რომ მათი პროცესში ჩართვა ჩხრეკის მიმდინარეობისა და ამოღებული დოკუმენტაციის ტრანსპორტირების უსაფრთხოების მიზნით მოხდა.
„დანაშაული წარმოადგენს ტრანსნაციონალური ხასიათის ფულის გათეთრების საქმეს. აღნიშული საქმის ფარგლებში რამდენიმე ობიექტზე, მათ შორის, საცხოვრებელ სახლში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება - ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია ორგანიზაციის და ასევე ელექტრონული მატარებლების. იმისთვის, რომ შესაძლო ამოღებული ნივთები დაქვემდებარებოდა უსაფრთხო ტრანსპორტირებას, დანიშნულების ადგილზე მიტანას, ასევე ჩხრეკის მიმდინარეობის უსაფრთხო განხორციელებისთვის დაგვჭირდა საქმეში ჩართული ყოფილიყო სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლები. დაკავებული ამ ეტაპისთვის არავინ არ არის,“- განაცხადა დათო ბაინდურაშვილმა.