ევროპა TAP-დან გაზს  წლის ბოლომდე მიიღებს

Trans Adriatic Pipeline-ის კონსორციუმმა მილსადენის მშენებლობა დაასრულა. მილსადენი სათავეს საბერძნეთი-თურქეთის საზღვრიდან აიღებს და საბოლოო წერტილი სამხრეთ იტალია იქნება. ამ ეტაპზე კონსორციუმი TAP გაზსადენის Snam Rete Gas- სთან დაერთებას ელოდება, რომელიც ნოემბრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.

TAP-ის მთლიანი სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ რეგიონებზე გადის, 215 კმ იქნება ალბანეთის გავლით, 105 კმ - ადრიატიკის ზღვის ფსკერზე, ხოლო 8 კმ - იტალიის სამხრეთ რეგიონებში.

TAP-ი საშუალებას იძლევა აზერბაიჯანის შაჰ დენიზის საბადოდან ევროპას წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზი საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით მიეწოდოს. როგორც კონსორციუმში აცხადებენ, ევროპა TAP-დან გაზს წლის ბოლომდე მიიღებს.

პროექტის მონაწილეები არიან SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagas (16%) და Axpo (5%)

შეგახსენებთ, რომ TAP– ის მშენებლობა 2016 წლის 16 მაისს დაიწყო. მილსადენის საინვესტიციო ღირებულება 4,5 მილიარდი ევროა.

TAP არის TANAP-ის გაგრძლება, ეს უკანასკნელი კი აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის ტერიტორიაზე გადის.

ნინი ქეთელაური