1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2209 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2209 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2209 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2197 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0012 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7968 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.8002 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0034 შეადგინა.