თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის წინააღმდეგ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენება საქართველოში სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოდან დაიწყება.
ამის შესახებ ცერცვაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, პრეპარატი საქართველოში 25 ოქტომბრისთვის შემოვა.
„ „რემდესივირზე“ საქმე მიდის ძალიან სწრაფი ტემპით წინ. სავარაუდოდ, იქნება 25 რიცხვისთვის, თუ უფრო ადრე არა და საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, ამერიკის და ზოგიერთი წამყვანი რამდენიმე ქვეყნის შემდეგ, რომელიც ამ მედიკამენტს გამოიყენებს ყველა მძიმე ავადმყოფისათვის“, - განაცხადა ცერცვაძემ.