Total-მა  და Google-მა მზის ენერგიის სახლებში გამოყენების შესაფასებლად ახალი ტექნოლოგია შეიმუშავეს

ფრანგულმა ნავთოგაზის კომპანიამ Total და Google Cloud-მა შეიმუშავეს ტექნოლოგია, რომელიც ხელოვნური ინტელექტის საშულებით განსაზღვრავს სახლებში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად Total-ი ავრცელებს.

"Total-მა და Google Cloud-მა გააერთიანეს საკუთარი გამოცდილება საერთო ინოვაციური ინსტრუმენტის Solar Mapper შესამუშავებლად, რომელიც მიმართულია კერძო სახლებში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალის შესასწავლად და შედეგად, შემდგომი სწრაფი და ზუსტი დაგეგმარებისთვის“, - ნათქვამია განცახდებაში.

Solar Mapper იყენებს ხელოვნური ინტელექტის ახალ ალგორითმებს, რომელბიც უკეთეს შედეგებს იძლევიან არსებულ ტექნოლოგიებთან შედარებით, ამას კი აღწევენ თანამგზავრიდან მიღებული უფრო ხარისხიანი მონაცემებისა და სხვადასხვა ინსტრუმენტების ჩართულობით.

კოკა კვირკველია