აშშ და იაპონია ნახშირორჟანგს ერთად გადაამუშავებენ

აშშ და იაპონია ნახშირორჟანგს ერთად გადაამუშავებენ. საუბარია ისეთი ტექნოლოგიის შექმნაზე, რომელიც ქარხნებისა და საწარმოების მიერ ატმოსფეროში გასაფრქვევი ნახშიროჟანგის სამრეწველო დანიშნულებით გამოყენებას მოახდენს.

ორი ქვეყნის ხელისუფლება ერთობლივი თანამშრომლობის სისტემის შექმნაზე უკვე შეთანხმდნენ. ისინი შეთანხმების გაფორმებას და პროტოკოლის გაწერას უახლოეს პერიოდში გეგმავენ - წერს იაპონური სააგენტო Kyodo.

სამრეწველო ობიექტებზე ნახშირორჟანგის „დაჭერა“ დაგეგმილია მანამ, სანამ ისინი ატმოსფეროში გაიფრქვევა, ხოლო გადამუშავების შემდეგ მისგან პლასტიკის ან საავიაციო საწვავის წარმოება იგეგმება. ისინი პერსპექტივაში სვამენ საკითხს, რათა სრულად იქნას გამოყენებული ის ნახშირორჟანგი, რომელიც გამოიყოფა მინერალური საწვავის წვის დროს.

აშშ და იაპონია ამ მიზნით გეგმავენ სპეციალსიტებისა და ტექნოლგოიების გაცვლითი სისტემის შემუშავებას და საერთო პროექტების განხორციელებას. იაპონიაში მსგავსი ექსპერიმენტები უკვე ტარდება, კონკრეტულად კი ეს ხდება ჰიროსიმას პრეფექტურაში მოქმედ ერთ-ერთ თბოელექტროსადგურზე.

კოკა კვირკველია