კორპორაციამ Apple საკუთარ სათავო ოფისში, კუპერტინოში გამართულ პრეზენტაციაზე iPhone-ის ახალი მოდელი წარმოადგინა.
ახალი iPhone 12 იქნება პირველი სმარტფონი კომპანიისგან, რომელსაც 5G მხარდაჭერა ექნება.
როგორც ტიმ კუკმა განაცხადა, ეს არის ახალი ტექნოლოგიური ერის დასაწყისი“. ტექნოლოგია 5G ნიშნავს ხარისხის ახალ დონეს, გადმოწერებისა და სტრიმინგისა და ინტერაქციის ახალ დონეს და ბევრ სხვა რამეს.
ახალი სმარტფონი იქნება 11%-ით უფრო თხელი და 16%-ით უფრო მსუბუქი ამჟამინდელ ფლაგმანზე. მისი დიაგონალი 6,1 დიუიმია, აღჭურვილია OLED-დისპლეით და დაცულია Ceramic Shield ფენით.
სმარტფონს აქვს პროცესორი A14 Bionic, რომელიც შექმნილია 5-ნანომეტრიანი ტექნოლოგიური პროცესორის ბაზაზე. პირველად ეს ჩიპსეტი ბრენდის პროდუქციაში iPad Air-ში გამოიყენეს.
კიდევ ერთი მთავარი სიახლე - ეს იქნება უსადენო MagSafe დამუხტვის შესაძლებლობა. მაგნიტის საშუალებით ის მაგრდება სმარტფონის კორპუსზე, რომელიც საჭიროების შემთხვევაში სწრაფად სცილდება მას. ასევე უნდა ველოდოთ დამტენ მოწყობილობას MagSafe Duo, რომელიც ერთდროულად შეძლებს დატენოს როგორც iPhone, ასევე Apple Watch. Apple აპირებს აქსესუარების მთელი სერიის გამოცემას MagSafe ხაზიდან: უსადენო დამტენები, შესაფუთები, საკრედიტო ბარათების „ჯიბეებიც“ კი. ტექნოლოგია MagSafe-ის გამოყენება სხვა ბრენდების პროდუქტთანაც შეიძლება გამოიყენოთ.
სმარტფონის ორმაგი კამერა ღამის გადაღების ხარისხს გაზრდის.
iPhone 12-ის კომპლექტიდან ამოღებულია ყურსასმენები და დამტენი. მყიდველი მიიღებს მხოლოდ სმარტფონსა და USB-C კაბელს. ამის გამო კი სმარტფონის ყუთი პატარავდება. Apple-მა ეს გადაწყვეტილება ახსნა ეკოლოგიის დაცვით, ის 2030 წლისთვის გეგმავს ნულამდე შეამციროს ნახშირორჟანგის გამოყოფა.
iPhone 12 ხუთი შეფერილობით გამოვა: შავი, თეთრი, წითელი, ლურჯი და მწვანე. ის 799 დოლარი ეღირება.
პრეზენტაციაზე კომპანიამ ასევე წარმოადგინა iPhone 12 mini
ახალი სმარტფონის "უმცროსი ძმა", რომლის ეკრანის დიაგონალი 5,4 დიუიმია. ეს არის ყველაზე პატარა iPhone, რაც კი ბოლო წლებში გამოსულა. ისიც A14 პროცესორზე მუშაობს და მისი დატენვაც შესაძლებელი იქნება MagSafe-ით.
ის თეთრ, შავ, ყვითელ, მწვანე, წითელ და იასამნისფერ ფერებში გამოვა და 699 დოლარი ეღირება.
რაც შეეხება ვერსიებსს Pro
წარმოდგენილია ორი ტოპ ვარიანტი – iPhone 12 Pro 6,1 დიუიმით და Pro Max 6,7 დიუიმით.
ისინი მხოლოდ ოთხ ფერში გამოვა: ვერცხლისფერი, შავი, ოქროსფერი და ლურჯი.
Pro-ვერსიები აღიჭურვება SuperRetina XDR – ადაპტირებული OLED ეკრანებით. თუმცა ტექნიკურად ისინიც A14 Bionic პროცესორს მიიღებენ.
რაც შეეხება კამერებს, მათ ის სამი აქვთ: ფართოკუთხოვანი, ულტრაფართოკუთხოვანი და ტელეფოტო ლინზები. თუმცა მხოლოდ iPhone 12 Pro Max-ს ექნება 5-x ოპტიკური ზუმი.
რაც ყველაზე მთავარია iPhone 12 Pro-ს აქვს 5G მხარდაჭერა.
წლის ბოლოდან, როცა პროგრამა განახლდება, ეს სმარტფონები შეძლებენ ფორმატით Apple ProRaw გადაღებას, ასევე ვიდეოს გადაღებას 4K ფორმატში და წამში სამოცი კადრის გადაღებასაც. სმარტფონებს ერგოთ სენსორი LiDAR, რომელიც ინფრაწითელი სხივების დახმარებით განსაზღვრავს მანძილს ობიექტებთან.
MagSafe მხარდაჭერა აქვს ყველა სმარტფონს. და ყველა მათგანი გაიყიდება დამტენისა და ყურსასმენების გარეშე.
Apple -მა ამავე ღონისძიებაზე წარმოადგინა ასევე ჭკვიანი დინამიკები HomePod mini. მას ხმოვანი ასისტენტის მხარდამჭერი Siri აქვს და არა მხოლოდ მუსიკას უკრავს, არამედ ჭკვიანი სახლისა და საოჯახო ტექნიკის მართვაც შეუძლია, მისი ფასი 99 დოლარია.