საქართველო ყოველწლიურად დაახლოებით 580-დან 730 ტონამდე ასანთს მოიხმარს.
სწორედ ამ მოცულობით ასანთს ყიდულობს ქვეყანა უცხოეთში. 2020 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში უკვე შემოვიდა 498.8 ათასი აშშ დოლარის ღირებულების 415 ტონა ასანთი. მთავარი მომწოდებლები, ისევე როგორც გასულ, მიმდინარე წელსაც რუსეთი და ინდოეთი არიან.
ქვეყნების ჩამონათვალი კი, საიდანაც 2020-ში იმპორტი განხორციელდა, ასეთია:
2019 წლის 8 თვეშიც მთავარი მომწოდებლები რუსეთი და ინდოეთი იყვნენ. შარშან 54 ტონა ასანთი შემოვიდა ბელარუსიდანაც, თუმცა წელს ეს ქვეყანა იმპორტიორებში აღარაა.
ცნობისთვის, 2019 წელს, საქართველოში სრულად 579.3 ტონა, 710.0 ათასი აშშ დოლარის ასანთის იმპორტი განხორციელდა.