ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის მიერ შექმნილი შაპმანურის სახლი Fleur de Miraval „პანდემიური“ სასმელის პირველ ეგზემპლარს 15 ოქტომბერს უშვებს.
წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა, თუმცა ცოტა ხნის წინ ჰოლივუდის ყველაზე მიმზიდველმა მსახიობებმა დააანონსეს, რომ ერთობლივ ბიზნესს იწყებდნენ და ეს საქმე არც მეტი, არც ნაკლები 390-დოლარიანი შამპანური იქნებოდა.
შამპანურის სახლი პატარა ფრანგულ სოფელში მდებარეობს, სადაც რეგიონში რამდენიმე ყველაზე ძვირფასი ჯიშით დაკომპლექტებული ვენახია გაშენებული.
შამპანურის სახლი, გზის განაპირას მდებარე უბრალო შენობას წარმოადგენს. წყვილი ამ სოფელში 45 ათას ჰექტარ მიწას ფლობს.
ღვინის პროფესიონალმა, ანდრეას ლარსონმა, რომელიც 2007 წელს მსოფლიოს საუკეთესო სომელიედ დასახელდა, გასულ კვირას შამპანური დატესტა. სომელიეს თქმით, "შამპანური, რომელზეც ყველამ ისაუბრა, მაგრამ ჯერ არავის გაუსინჯავს" საუცხოო არომატით და გემოთი გამოირჩევა.
”გემო ნიუანსური იყო, ახალი თხილით, მარზიპანით, ახალი კარაქით, ვარდისფერი ციტრუსებით და ლიმნის ბალახით. პინოს ყურძენი, შამპანურის 25% -ს შეადგენს. არომატს იძლევა ჯანჯაფილი, ალუბალი და დაქუცმაცებული ჟოლო.” - შეაფასა სომელიემ და 95/100 ქულა მიანიჭა.
Miraval ვარდისფერ, შუშხუნა ღვინოს 5000 ლიტრიან მუხის ჭურჭელში ამზადებენ, რაც მის საუცხოო არომატს, ასევე ხარისხს ქმნის.
Fleur de Miraval პირველ გამოშვებაში მხოლოდ 20,000 ბოთლს აწარმოებს, თითო ბოთლი 390 დოლარად გაიყიდება.
ვარდისფერი შამპანური წინასწარი გაყიდვების ეტაპზე მთლიანად ამოიყიდა. შესაძლოა, ფასი მართლაც გასაოცრად მაღალია, მაგრამ ცხადია, რომ მსახიობების პოპულარობამ და ქარიზმამ მყიდველებზე იმოქმედა.