მსოფლიო სავალუტო ფონდმა 2020 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა. პროგნოზის მიხედვით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება. რაც შეეხება მომავალ წელს. მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2021 წელს ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა 5%-ის ტოლი იქნება, ხოლო უკვე 2022 წლისთვის საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება.
შედარებით განსხვავებულია სხვა ორგანიზაციების პროგნოზი. მაგალითად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით შემცირდება. ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი მსოფლიო სავალუტო ფონდის პროგნოზის მსგავსად, მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის 5%-იან შემცირდებას პროგნოზირებს.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე