საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13521 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 836 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში მკურნალობს 1393 პირი.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.