კომპანიამ Walt Disney რეორგანიზაციის შესახებ გამოაცხადა. რეორგანიზაციის ფარგლებში ერთმენთს გამოეყვნენ განყოფილებები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონტენტის შექმნასა და მის გავრცელებაზე.
„ეს დაყოფა ჩვენ უფრო ეფექტურს გაგვხდის და მოქნილს იმ კონტენტის შექმნაში, რისი სურვილიც აქვთ მომხმარებლებს, იმ ფორმით რა ფორმითაც მათ სურთ მისი მიღება“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი ბობ ჩეპეკი.
ამ რეორგანიზაციის შედეგად კი გაჩნდება ახალი განყოფილება, რომელიც პასუხიმგებელი იქნება პროდუქციის მონეტიზაციაზე. ის გააკონტროლებს ასევე Disney-ის სტრიმინგ სერვისის მუშაობასაც.
უშუალოდ პროდუქციის შექმნაზე კი სამი ძირითადი კომპანია იმუშავებს. კინოსტუდიების ნაწილი პასუხიმგებელი იქნება კინოთეატრებში წარმოსადგენი ფილმებისა და სტრიმინგ სერვის Disney+-ის კონტენტის შექმნაზე. სპორტულ მიმართულებას მიხედავს Walt Disney-ის კუთვნილი არხი ESPN, რომელიც ასევე შექმნის სპორტულ მასალებს ტელეკომპანიისთვის ABC. ხოლო გასართობი განყოფილება შექმნის პროდუქციას სატელევიზიო არხებისთვის ABC News, Disney Channel, National Geographic და სხვებისთვის.
ორგანიზაციის რესტრუქტურიზაციის განკარგულება ძალაში შევიდა მისი გამოქვეყნებისთანავე.
ჩაპეკის განცხადებით, ეს ზომები არ არის უშუალოდ პანდემიური სიტუაციიდან გამომდინარე. მისივე თქმით, რესტრუქტურიზაციის ფარგლებში მეტი აქცენტირება გაკეთდება სტრიმინგ სერვისებზე.