ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის სექტემბერში საქართველოს სულ 50 499 საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 93.6%-ით ნაკლებია.
უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბერში ყველაზე მეტი 18,540 ვიზიტორი თურქეთიდან ეწვია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მეტი ვიზიტორი სექტემბერში ყაზბეგისა და სარფის საზღვრიდან შემოვიდა.
ამასთან, ქვეყანაში ვიზიტორების 88% - სახმელეთო გზით, 10% კი საჰაერო გზით შემოვიდა. რაც შეეხება სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტს, მოცემული ტრანსპორტებით ქვეყანას ვიზიტორთა მხოლოდ 2% ეწვია.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე