მიიღებენ თუ არა უმუშევრობის კომპენსაციას ადამიანები, რომლებიც საარჩევნო კომისიებში დასაქმდებიან

მთავრობამ საარჩევნო კომისიებში დასაქმების შემთხვევაში უმუშევრობის კომპენსაციის გაცემის საკითხი დაადგინა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში დასაქმებული ადამიანები, დარიცხული ხელფასის მიუხედავად უმუშევრობის კომპენსაციას მაინც მიიღეებენ. საუბარია, 200-ლარიან კომპენსაციაზე.

„კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:

ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა,“-აღნიშნულია მთავრობის 13 ოქტომბრის დადგენილებაში.

თაია არდოტელი