„ძირითადად პრობლემები იკვეთება სუპერმარკეტების ქსელებში“ - დარღვევები, რომელიც ქვეყანაში არასრულწლოვანთა დასაქმების კუთხით არსებობს

„ძირითადად პრობლემები იკვეთება სუპერმარკეტების ქსელებში“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ არასრულწლოვნების დასაქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ძირითადი დარღვევები, რომელიც კლევის ფარგლებში გამოვლინდა, შეეხება ანაზღაურების პირობებს, შრომით გარემოს, სამუშაო საათებსა და კონტრაქტის არარსებობას.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ ჩაატარეს კვლევა, სადაც 20 ცნობილი, მსხვილი კომპანია სხვადასხვა სფეროდან შეირჩა. კვლევა შეეხებოდა არასრულწლოვანთა დასაქმებას.

„მიზეზი, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ სამართლებრივი დასკვნა კვლევის სახედ მოგვემზადებინა, გახლდათ, ორგანიზაციისადმი მომართვები, თავად არასრულწლოვნების, მათი მშობლების მხრიდან. ისინი კვლევაში წარმოდგენილ კონკრეტულ ორგანიზაციებში შრომითი უფლებების დარღვევების ფაქტებზე მიუთითებდნენ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საკითხისთვის ინსტიტუციურად და ღრამდ შეგვეხედა. შესაბამისად, გამოვკითხეთ 20 ცნობილი კომპანია. მათ შორისაა ორი კომპანია, რომელთა მიმართაც შრომითი მიმართულებით პრეტენზიები გამოითქვა და გვქონდა კონკრეტული ფაქტები. თუმცა, ჩვენი მთავარი მიდგომა იყო, რომ 20 ცნობილი კომპანია ყოფილიყო სხვადასხვა სფეროდან და ამასთან, იქნებოდა მსხვილი გადამხდელი, რადგან როგორც წესი, არასრულწლოვანთა შრომის გამოყენება, სწორედ ამ კომპანიების მხრიდან ხდება. ეს არის მარკეტების ქსელი, ბენზინგასამართი სადგურები და სარესტორნო ქსელი.

პრობლემა კი არის ის, რომ დამსაქმებელი არასრულწლოვნების შრომის ფაქტობრივად, ექსპლუატაციას ეწევა, რადგან არ არსებობს ის მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა იყოს დაცული. კანონით დაცულია, მაგრამ დამსაქმებელმაც უნდა დაიცვას. ეს არის ანაზღაურების პირობები, შრომითი გარემო, სამუშაო საათები და რაც მთავარია, კონტრაქტი, რომელიც ამ ყველაფერს უნდა აგვარებდეს.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანლი, ქალბატონი ანა ფუტკარაძე კომპანიებს კვლევის ფარგლებში ყოველდღიურად უკავშირდებოდა და სთხოვდა თანაშრომლობას. თუმცა, 20 კომპანიიდან 5-მა ითანაშრომლა, 5-მა საერთოდ უარი თქვა, 8 კომპანიამ არასრული ინფორმაცია მოგვაწოდა“,-განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

მისივე თქმით, არასრულწლოვანთა შრომა ე.წ იაფი მუშახელის პრინციპიდან გამომდინარე, დამსაქმებლისთვის ყველაზე ხელსაყრელია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია, რის გამოც კომპანიები არასრულწლოვნებთან შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან.

„ძირითადად, პრობლემი იკვეთება სუპერმარკეტების ქსელებში. ის პირები, ვინც ჩვენ მოგვმართა, ძირითადად ამ სფეროში დასაქმებულები იყვნენ. არასრულწლოვანთა შრომა, ე.წ იაფი მუშა ხელის პრინციპიდან გამომდინარე, დამსაქმებლისთვის ყველაზე ხელსაყრელია. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოტივაცია, რის გამოც დასახელებული სფეროს ოპერატორები არასრულწლოვნებთან შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან. თუმცა, კვლევამაც გამოკვეთა და ასეთია პრაქტიკა, რომ არ არსებობს კონტაქტი, არ არსებობს იმ კანონის დაცვა, რომელიც ეხება საათობრივი ანაზღაურების პრინციპიდან გამომდინარე პირობებს. შესაბამისად, ორგანიზაცია მიდის დასკვნამდე, რომ კომპანიებს, ვინც ჩვენთან არ ითანამშროლმა, არ სურთ (განსაკუთრებით სუპერმარკეტების ქსელების წარმომადგენლებს),პასუხი გასცენ კითხვას, ჰყავთ თუ არა მათ დასაქმებული არასრულწლოვნები. რაც ძალიან სახიფათო შედეგებია“,-განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, დამსაქმებლები არასრულწლოვნებს არ უფორმებენ ხელშეკრულებებს, შესაბამისად, პრობლემები სახელმწიფოს მიმართ გადასახადების გადახდის კუთხითაც არსებობს.

„ისინი არ უფორმებენ ხელშეკრულებებს არასრულწოვნებს. ბუნებრივია, სახელმწიფოსთან მიმართებით გადასახადების გადახდის კუთხითაც არსებობს ეს პრობლემა. გარდა ამისა, როდესაც ეს კომპანიები შრომით სამართლებრივ ურთიერთობაში შედიან არასრულწლოვნებთან, ეს მათ აკისრებს სხვა ვალდებლებების დაცვასაც. კერძოდ, ასეთი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა ვერ წარმოიშობა, თუ არ არსებობს არასრულწოვნის კანონიერი წარმომადგენლის, ერთ-ერთი მშობლის, მეურვის ან მზრუნველობის ორგანოს თანხმობა. ბუნებრივია, ეს თანხმობა არის ის საკითხი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან რთულად მისაღწევია და ამ სამართლებრივი რეგულაციის მიღმა, მათთვის უფრო ხელსაყრელი ხდება, რომ კონტრაქტის გარეშე, პირდაპირ მოახდინონ შორომითი ვალდებულების წარმოშობა“,- განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

მისი თქმით, დღეს მდგომარებით, არასრულწლოვნების დასაქმებს კუთხით არსებობს კანონი, თუმცა პრობლემა აღსრულებაშია.

„ბავშვთა უფლებების კოდექსი ძალაში შევიდა 2000 წლის 1-ლი სექტემბრიდან. მანამდე, არასრულწლოვანთა შრომით ბაზარს არეგულირებდა და დღესაც ფუნდამენტურ პრინციპებს შიცავს შრომის კოდექსი. თუმცა, ბავშთა უფლებების კოდექსმა უკვე ახალი რეალობის წინაშე დააყენა როგორც დამსაქმებელი, ასევე სახელმწიფო. კოდექსიდან გამომდინარე, რომელიც მთლიანად არასრულწლოვანთა ინტერესებზეა მორგებული, სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ შექნას ან დაასახელოს საჯარო უწყება, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს არასრულწლოვანთა დასაქმებას.

კანონის თანახმად ეს არის მთავრობის პრეროგატივა. როგორც კომუნიკაციის შემდგომ დავადგინეთ, მიმდინარეობს მუშაობა, რომ შეიქმნას ასეთი ორგანო ან არსებულ უწყებას, მაგალითად, შრომის ინსპექციას დაევალოს არასრულწოვანთა დასაქმების მიმართ განსაკუთრებული ფუნქციების შესრულება. აგრეთვე, მთავრობა ვალდებულია დაასახელოს ის სფეროები, სადაც არასრულწლოვანთა დასაქმება, მათი ასაკიდან გამომდინარე, იქნება ნებადართული“,-განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

ნინი ქეთელაური