ფინელმა ბიზნესმენმა მიკა ანტტონენმა 1,4 მილიარდი დოლარი ნავთობისა და გაზის ბიზნესში შეაგროვა. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი ცოტა ხნის წინ სწორედ იმ ინდუსტრიას დაუპირისპირდა, რამაც გაამდიდრა. როგორც ჩანს, მიზეზები სერიოზულია.
”პირობები უარესდება, რაც შეიძლება სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ.” - ამბობს 53 წლის ანტტონენი.
“როგორც კი ფინეთის ქარი დაუბერავს, აღელვებული მიკა ანტტონენი შედის საუნაში, წყალს ასხამს ზამბარას, რომელიც ორთქლის ღრუბლებს წარმოშობს. ტემპერატურა მაღალია... რამდენიმე წამში მილიარდერი ფიქრობს თავის უკანასკნელ მისიაზე: პლანეტის გადარჩენაზე, სადაც საუნის მსგავსად, ძალიან ცხელა.“- ასე მხატვრულად აღწერს “FORBES“ მიკას ფიქრებს და ბოლოდროინდელ მიზნებს.
ანტტონენი ამჟამად მართავს ჰელსინკში მდებარე ფირმას, სახელწოდებით St1. კომპანიის შემოსავალმა 2019 წელს 7.8 მილიარდი დოლარი შეადგინა. St1 ფლობს 1,300 მოქმედ ბენზინგასამართ სადგურს სკანდინავიაში და 15% -იან წილს საწვავის (დიზელის) ბაზარზე ნორვეგიაში, შვედეთსა და ფინეთში.
კომპანიის სავარაუდო ღირებულება $ 1,4 მილიარდი დოლარია, რაც ანტტონენს ფინეთის მეექვსე მდიდარ ადამიანად ხდის.
ნავთობმაგნატობიდან ეკოლოგიის მცველამდე
წარმატების და ფინანსური უზრუნველყოფის პიკზე ანტტონენი მოულოდნელად პოზიციებს ცვლის. სამი წლის წინ მილიარდერმა გადაწყვიტა St1-ის დაფინანსების ინტერესი შეეცვალა, ამიტომ განახლებადი ენერგიის პროექტებში 200 მილიონი დოლარი დახარჯა, რაც იმ პერიოდში (სამ წელიწადში) მოგების 44% -ს, ანუ მისი შემოსავლის 1% -ს უდრის.
ანტტონენი ლობირებს ევროპის მთავრობებს, რათა კომპანიებმა შეაჩერონ მოკლე მანძილზე ფრენები. ”ჩვენი პასუხისმგებლობაა შევიტანოთ წვლილი დედამიწაზე უსაფრთხო ცხოვრებისთვის”, - აცხადებს იგი კონფერენციებსა და ევროკავშირის სამიტებზე, სადაც ყოველთვის ერთსა და იგივე პროექტს- "ენერგიის ტრანსფორმაციას" წარადგენს.
ფინელი მილიარდერი აფინანსებს განახლებადი ენერგიის პროექტებს, იმედოვნებს, რომ ნახშირბადის საწვავით კონკურენციას გაუწევს მსოფლიოში მოქმედ ნავთობ კომპანიებს. შექმნა 4-კილომეტრიანი გეოთერმული ჭა ფინეთში, რომელიც შემდეგ წელს რეგიონის 10%-ში თბილი წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. მილიარდერს სურს მაროკოში "სწრაფად მზარდი" ხეების პროექტი განახორციელოს. ყველაზე ამბიციური ანტტონენის მასშტაბური გეგმაა, რაც ატმოსფეროდან ნახშირბადის აღებას და ენერგიად გადაქცევას გულისხმობს.
იდეის, სახელწოდებით "Power-to-X"-ს კონცეფცია უკვე დადასტურებულია. ნახშირორჟანგის მიღება და განახლებადი ენერგიის გამოყენებით წარმოქმნილი წყალბადის მოლეკულების ერთმანეთთან შერწყმა, ახალი სინთეზური საწვავის შექმნას განაპირობებს.
ანტტონენი აცხადებს, რომ მისი კომპანია ავიაციას Covid-19- ით გამოწვეული სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.
“გადახედეთ მსოფლიოს, მოთხოვნა ნავთობზე მკვეთრად შემცირებულია. პანდემია გვაქვს, გამონაბოლქვიც ძალიან შემცირდა. აღარ არის დრო ძველ ცხოვრებას დავუბრუნდეთ,“- ამბობს ანტონენი.
მეგობრები და ბიზნეს პარტნიორები მის პოზიციებს ნაწილობრივ ითვალისწინებენ და ხუმრობით აღნიშნავენ, რომ ანტტონენი მომავალს ხედავს.
მარტოხელა დედის მიერ, სიღარიბეში გაზრდილი ბავშვი
როდესაც ანტონენი ხუთი წლის იყო, მისი მშობლები განქორწინდნენ. დედა შვილებს მარტო ზრდიდა. ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირდა.
”ფული არასოდეს გვქონდა, მაგრამ თავის შეცოდებას არავინ ვფიქრობდით“- იხსენებს მილიარდერი.
19 წლის ასაკში, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, ანტტონენი ჩაირიცხა ჰელსინკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში, სადაც ტექნიკურ და ენერგეტიკულ ფაკულტეტებზე სწავლობდა.
მოგვიანებით დასაქმდა ფინეთის გიგანტ ნავთობის კომპანია “ნესტში“ . რუტინული სამსახურის შემდეგ, 1989 წელს, მან თავისი კარიერა ენერგეტიკის მოვაჭრედ დაიწყო. საქმე მარტივი იყო: ანტტონენმა ნავთობი იყიდა ევროპული ქარხნებიდან, შემდეგ კი გაყიდა დასავლეთის ბაზრებზე, მათ შორის ნიუ-იორკში.
ნელ-ნელა ანტონენის პოზიციები დაწინაურდა. მან განვითარებისთვის “ნესტეს“ დატოვება გადაწყვიტა, თუმცა გაურკვეველი მოლოდინების შიში არ ტოვებდა. ენერგიით ვაჭრობა მოითხოვს დიდ საწყის კაპიტალს. იმისთვის, რომ ფული ეშოვა, ნავთობის კოლოსალური რაოდენობა უნდა ეყიდა, რაც 90-იან წლებში თითქმის შეუძლებელი ჩანდა.
ანტტონენი შეხვდა შვეიცარიელ ბანკირებს და სთხოვა კრედიტი 100 მილიონი დოლარი, ფიქრობდა, რომ ამ თანხას ისინი არასდროს დაუმტკიცებდნენ. თუმცა, გარიგება შედგა, სიღარიბეში გაზრდილმა ანტტონენმა თანხა მიიღო.
ამ კაპიტალის გამოყენებით, 1996 წელს, ანტტონენი შეუერთდა ახალ ფირმას Greenergy Baltic (მოგვიანებით მან შეცვალა სახელი St1 და იყიდა ფირმის ორიგინალი აქციები). მაგრამ რამდენიმე წელიწადში მოლოდინებმა არ გაამართლა.
”დავიწყე იმის გაცნობიერება, თუ რამდენად სულელურია ნავთობით ვაჭრობის ბიზნესი. თქვენ ყიდულობთ ტვირთს და ყიდით უფრო ძვირად. ... ეს ნამდვილად არ არის ცხოვრების აზრი ”.
ანტტონენი მომდევნო წლებს თავის "ზრდის პროცესს" უწოდებს. მან დაიწყო ბიზნესის ახალი შესაძლებლობების ძებნა, რაც "სამყაროს ცოტათი უკეთესს გახდის". ასე დაიწყო კლიმატური აქტივიზმი.
მან განაგრძო წიაღისეული საწვავის ინვესტიცია, 2007 წელს შეიძინა ExxonMobil– ის შვილობილი კომპანია, 2010 წელს Shell– დან იყიდა 565 ბენზინგასამართი სადგური და გააფართოვა St1– ის ნავთობის გადამუშავების ბიზნესი.
ასეთი ცხოვრებისეული ექსპერიმენტები დაეხმარა ანტტონენს უფრო სარისკო პროექტების განხორციელებაში. მილიარდერი გეგმავს დააფინანსოს მისი ახალი იდეა, რომელიც კლიმატს უკავშირდება. "Power-to-X" გულისხმობს ნახშირბადის მოპოვება-გადამუშავების შედეგად, ორგანული საწვავის წარმოებას, რაც დედამიწის რესურსების მნიშვნელოვან წილს დაზოგავს. ანტტონენი აცხადებს, რომ მექანიზმის შესაქმენლად 10 ან 15 წელი არის საჭირო, თუმცა მოლოდინი ამად ღირს.
“ამდენი დრო არ გვაქვს. ბევრი მეცნიერი ფიქრობს, რომ პლანეტაზე 2030 წლის შემდეგ სახიფათო დონემდე დათბება. ჩვენ შეიძლება დავკარგოთ საკვების წარმოების რესურსი. მსხვერპლი იქნება დიდი. შეიძლება კლიმატის ომები გვქონდეს “, - აღიარებს ანტტონი.
მიკა ანტტონენი 1966 წლის 18 დეკემბერს ჰელსინკში დაიბადა. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.
მაგნატი მოკრძალებულად ცხოვრებას ამჯობინებს. მისი უძრავი ქონების, ვილებისა და ავტომობილების შესახებ ინფორმაცია მედიაში არ მოიპოვება.
დასავლურ მედიას ანტტონენმა თავი იმით დაამახსოვრა, რომ ჟურნალისტებთან კონტაქტზე მხოლოდ სამიტებისა და პროექტების წარდგენის დროს გამოდის.