ფოთის მერის ინფორმაციით, კორონავირუსი „აჭარა ტექსტილის" 116 თანამშრომელს დაუდასტურდა

ფოთში „აჭარა ტექსტილმა" მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ განუცხადა.

მისი თქმით, ფაბრიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 116- მდე გაიზარდა.

„გუშინ ლაბორატორიაში გაიგზავნა „აჭარა ტექსტილის" 417 თანამშრომლის ნიმუში. ეტაპობრივად ხდება პასუხების მიღება. 116 პირს დაუდგინდა „კოვიდ 19". „აჭარა ტექსტილმა" მუშაობა უკვე შეაჩერა. ფაბრიკაში 1300-მდე ადამიანია დასაქმებული. მათგან 350 ადგილობრივია“, - განაცხადა გოჩა კურდღელიამ.